ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში მოუწესრიგებელი ინფრსატრუქტურის გამო მანქანებს გადააგილება უჭირთ, ბავშვები სკოლებში ვერ დადიან, ზოგიერთ სახლამდე ვერ მიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ სოფელი მოსახლეობას გადაადგილება წლებია უჭირს. ადგილობრივთა ინფორმაციით, უამინდობისას გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება, თან იმდენად, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფები პაციენტებამდე დროულად ვერ მიდიან.
ავარიული გზის გამო, ვერც მოსწავლეები დადიან სოფლის სკოლაში, ამიტომ, განათლების მისაღებად...
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 31 ახალი საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ გორში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართა.
საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმართება. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის...
19 თებერვალს მარენულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. სოფლის კრებაზე 101 ხელმოწერა შეგროვდა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ კრება ჩატარებულიყო. მოსახლეობამ სოფელში სკვერისა და ატრაქციონების მოწყობას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებამდე ხიხანელები რამდენიმე შეხვედრის შემდგომ მივიდნენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ხიხანის მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე რამდენიმე წინადადება ჰქონდა შეტანილი. ბიბლიოთეკა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დახურული დარბაზი და სოფლის...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 თებერვლის N02/9 ბრძანების საფუძველზე ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე ყოფილი სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. არქიტექტურა მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს წარმოადგენს.
სოფელ ლაილაშში მალე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება.ძველი სკოლა,რამდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტირებისა და მშენებლობისათვის გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 888 178 ლარი.ახალი,თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ სოფელ ლაილაშში დაათვალიერა ახალი სკოლისათვის განკუთვნილი ტერიტორია, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას სოფელში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,მათ შორის, სკოლის მშენებლობასა და გზის რეაბილიტაციაზე.
სამუშაოები...
ბაღის მშენებლობისთვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 569 673 ლარია.
ბაგა-ბაღი ქალაქ რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩის #10-ის ტერიტორიაზე აშენდება.
ბაღი იქნება 2 სართულიანი და გამოირჩევა თავისი განსხვავებული დიზაინით.
ტენდერის პირობით ბაღი უზრუნველყოფილი იქნება გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებით და სახანძრო სიგნალიზაციით.
ეზოში მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცე.
სამუშაოების შესრულებისთვის კომპანიას 210 კალენდარული დღე ექნება.
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადებით ქუთაისის საკრებულოს "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ მიმართა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
,,1921 წლის 19 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ბრძოლაში დაიღუპა 19 წლის საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი. იგი ღირსეული, გაბედული, ძლიერი და სამაგალითო ქართველი ქალი იყო. საკრებულოს მივმართე ინციატივით, ქუთაისის რომელიმე ქუჩას მისი სახელი დაერქვას,"- განაცხადა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ. მოქალაქეები ისევ და ისევ იმ ზიანზე საუბრობენ, რასაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აყენებთ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრობლემაა დაბზარული სახლები, დატბორილი ეზოები და უნაყოფო ნიადაგი. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში, ნიკო მუსხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ასამდე ოჯახი პროტესტს არ წყვეტს.
ადგილობრივი ამირან მერკულაძე დაბზარულ კედლებს და დატბორილ ეზოებს ბათუმის...
დღეს სასტუმროში Holiday Inn საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერი გაერო-ს განვითარების პროგრამაა, საქართველოს და სომხეთის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგნლებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული გამოცდილება, დაიგეგმა ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
სამუშაო თემატური ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობა დაისახა შემდეგი მიმართულებებით: მუნიციპალური მომსახურებები, ტურიზმი და მცირე ბიზნესი, მწვანე...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის.
სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მინისტრის თქმით, ბოლო წლებში ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2017...
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში მანათობელი სტენდი "მე მიყვარს ზუგდიდი" წუხელ ისევ დააზიანეს. პლასტმასის კონსტრუქციის ნაწილი დამტვრეულია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სტენდი მანამდეც სულ ცოტა 4-ჯერ დაზიანდა მოქალაქეების მიერ და ყოველ ჯერზე მერიამ შეაკეთა.
ამჯერად ფაქტის შესახებ მერიაში „ლაივპრესიდან“ შეიტყვეს. აცხადებენ, რომ ყოველ ჯერზე სწრაფი რეაგირება მოხდა და აღადგინეს. განმარტავენ, რომ დაზიანების აღმოფხვრაზე დღესვე დაიწყება მუშაობა.
"მე მიყვარს ზუგდიდი" 2019 წლის აგვისტოში დადგეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 389 770 ლარია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
896 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის დაიგება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტი აქამდე არასდროს ყოფილა.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია მაისისთვის დასრულდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა მოეწყო. ამის შესახებ სპექტრი წერს.
პროექტის არქიტექტორმა გია აბულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტის მაკეტები წარუდგინა და კიდევ ერთხელ დეტალებზე ისაუბრა. შეხვედრას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის მოადგილე მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი 55-მდე სახლის, ცენტრალურო სკვერის, რამდენიმე ქუჩის და თეატრის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი...
კომპანიებმა "შარამ" და "არქმშენსტუდია 2002"-მა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებულ ტენდერებში წლის დასაწყისშივე გაიმარჯვეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პირველი მათგანი, 784 721 ლარად სოფელ ნადარბაზევში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მეორე კი 144080 ლარად გორში ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, 53 750 ლარად კი გორში ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს. საერთო ჯამში, მაკრახიძის ძმის კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე...
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციებს, თავისი ქვეყნის რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ამის შესახებ მედოევმა სააგენტო "რესს" იმ მიმართვებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუგზავნა...
თუშეთის დაცული ტერიტორიების სანახავად მსურველებს შესაძლოა საფასურის გადახდა მოუწიოთ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხზე „„USAID Zrda“-ს და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივებთან გასაუბრებითა და ჩართულობით, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელი გადასახადის სისტემის მოდელის შემუშავება.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლობით შეხვედრები კვლავ გაიმართება.
მათივე თქმით, დაგეგმილია ასევე შეხვედრა თუშეთის მიმართულებით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































