თბილისის მერიის უწყებაში შემავალი ყველა შესაბამისი სამსახური კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მუშაობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც...
წინა სტატია გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. აქედან 22 შიდა ქართლის რეგიონშია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაკა წერს.  პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების...
წინა სტატია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღონ და ხელისუფლებას წარუდგინონ. ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძემ დღეს კიდევ ერთი ახალი შეთავაზება გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდა – ერთი, ორი თუ სამი, თვითონ გადაწყვიტოს, 34 პარტია შეთანხმდეს და თქვან, რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება პროექტში. „როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ...
ადიგენის მერიამ შავი ფერის, მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად, ტენდერი 78 500 ლარზე გამოაცხადა. ვინ ისარგებლებს ახალი ავტომობილით, ამ ეტაპზე უცნობია. "სამხრეთის კარიბჭე" ადიგენის მერიიდან პასუხს მესამე დღეა ელოდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ავტომობილი არანაკლებ 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული. "ვინ ისარგებლებს ახალი მანქანით ხვალ, ოთხ მარტს გიპასუხებთ", – გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. თვითმმართველობამ მანქანის შესაძენად ტენდერი 28 თებერვალს გამოაცხადა, წინადადებების...
გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს. „აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
წინა სტატია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულების თანამდებობის დატოვებასთან ერთად მთელი რიგი მინისტრების, ძალოვანი ბლოკის, რაიონული ხელმძღვანელების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურების გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით „ქვეყნის ხელისუფლება ხელს უშლის სამართლიანი საარჩევნო კამპანიის...
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს. ხონში დღეს...
ბოლო ორი წელია გორის მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდში გაწერილ თანხას ვერ ხარჯავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 2019 წლის შესრულების ანგარიშშიც წერია, რომ საანგარიშო პერიოდში თანხის ხარჯვა არ განხორციელებულა. ისევე როგორც, 2018 წელს, რა დროსაც გორის მერიას 280 000 ლარის ოდენობით თანხა აუთვისებელი დარჩა. სარეზერვო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მთლიანი ოდენობის 2%-ს. სარეზერვო ფონდი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. უწყების ინფორმაციით, არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის...
ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოეყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო. აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ხელს...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას სურს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადასცეს. აღნიშნულის შესახებ, თხოვნით უწყებამ საკრებულოს უკვე მიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფოს შინდისის გზატკეცილზე არსებულ ფართს გადასცემს. "მერიის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოსთვის კომბინატისა და წმინდა წყლის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობისა და გზის ჩამოყალიბებისთვის",- ეუბნება გორის მერია საკრებულოს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსის პრევენციისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსებას მოხმარდება. "სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტის მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს მთავრობასთან ერთად. შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე...
video
ბათუმის მერიაში შემავალი 49 საწარმოდან 12-ს ფინანსური საქმიანობა ზარალით აქვს დასრულებული, - ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2017-18 წლების პერიოდს ეხება. მაკონტროლებელს ყველაზე მეტი კითხვა შპს „ბათუმის წყალთან“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჰქონდა. გაიცა რეკომენდაციებიც. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.  ბათუმის წყალი ბათუმის მერიაში შემავალი ის საწარმოა, რომელმაც მაკონტროლებელს ყველაზე მეტი კითხვა გაუჩინა. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ შპს-მ მოპოვებული...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყო. ასევე დაიწყო მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. შეხვედრა გაიმართა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ. პრევენციის მიზნით გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები. დროებით შეწყდა დელფინარიუმში წარმოდგენები. ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები.
წინა სტატია შემდეგი სტატია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად, თითქმის ყველა საკვანძო მონაკვეთზე მოსახლეობა მნიშვნელოვან ზიანსა და პრობლემებზე საუბრობს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  დიდი ხანია პროტესტია ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში, ახლა კი მახინჯაურშიც, სადაც მშენებლობის კვალდაკვალ მოსახლეობა რამდენიმე თვეა სახლების დაბზარვაზე საუბრობს. ითხოვენ კომპენსაციას. სახლების გარდა პრობლემაა გზაც, რომელიც ასევე დაზიანებულია. მედიის ცნობით, მახინჯაურის ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ შარშან იმიტომ გადათხარეს, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის...
2017-2018 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაახლოებით 1 მლნ დახარჯა ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რაც ჭორვილაში რეგისტრირებულმა და "შავ სიაში" მყოფმა კომპანია "კ და გ"-მ შეასრულ. დღეისათვის ამ საბავშვო ბაღებიდან არც ერთი ფუნქციონირებს, რისი მიზეზიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. "ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში არასაკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღების გამო, მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა საბავშვო ბაღების სამშენებლო-სარეაბილიტაციო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ