სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის ხევის“ ნაპირსამაგრი სამუშაოები დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 51 ათას ლარზე მეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიმართება, რაც სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წინა წელს დარჩენილი ეკონომიაა. "ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ოთხიარუსიანი, ოთხი მეტრი სიმაღლის გაბიონის მოწყობა, მაგრამ ხევის ნაპირზე გამავალ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აუცილებელია გაბიონის სიმაღლის  მომატება ერთი მეტრით...
კრწანისის რაიონში რვა ახალი სკვერი ეწყობა. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი ფონიჭალაშია.  გამგეობის ინფორმაციით, ორთაჭალაში ავტოსადგურის მიმდებარედ, გორგასლის ქუჩა N39, 41-ში, 91-სა და N111-ში ახალი რეკრეაციული სივრცეები 2 500 კვ.მ-ზე ეწყობა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.  როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა კალათბურთის სტადიონი, სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, გარეგანათების ქსელი. ტერიტორია კეთილმოეწყობა მთლიანი ღობიგაზონით და გამწვანდება...
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.  "გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. იგეგმება - ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა", -...
„M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  მშენებლობების დასრულების მიზნით, „M2 ჯგუფი“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „M2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი სამშენებლო კომპანია BK Construction-ი უზრუნველყოფს.  „M2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები...
წინა სტატია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, 1 აპრილის შემდეგ გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, შესაძლებელია სკოლამ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათი და კვირა გამოიყენოს, შეიძლება ეს იყოს ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო განსაზღვრავს მეთოდს და უშუალოდ გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს...
კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 წარმატებით გაიყიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა. „მიუხედავად კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესშიც და ჩვენშიც, გუშინ საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“...
გონიო-აფსაროსის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი ციხესთან ავტობუსის მოსაცდელს და სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვენ. პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ამ ტერიტორიის შესწავლა და უახლოეს პერიოდში მოსაცდელის პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება ბათუმის წყალს, აქ აცხადებენ, რომ გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაკეთდა საკანალიზაციო ჭა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 60 ათას აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ დააფინანსოს. გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ერთ მცირეგაბარიტიან ნაგავმზიდს და 20 სანაგვე ურნას შეიძენს. თანხა, ასევე, სააუდიტორო მომსახურებას და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს მოხმარდება.  პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით შეძენილი ნაგავმზიდი, ტურისტული სეზონის პერიოდში, ნარჩენების შეგროვებას მოახდენს დღეში სამჯერ, ხოლო სხვა დროს -...
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სასაჩუქრედ პროდუქტებს შეიძენს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემენ მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს, მარტოხელა მშობლებს, სოციალურად დაუცველებს, სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს და უფასო სასადილოს მომხმარებლებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 ათას 640 ლარია. პასკა, შესქელებული რძე, ნაღების კარაქი, კარამელი, ფქვილი, კვერცხი, საღებავი, ხორცის კონსერვი, ვაფლის ტორტი, ეს ნაწილია...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე წყალარინების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ჭიაურელის ქუჩაზე, სრულად შეიცვლება 500 მეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი და 20 საკვანძო ჭა მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭიაურელის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში 250 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ზუგდიდში მოქმედი ერთ-ერთი სკოლა ორშაბათიდან ონლაინ რეჟმში იმუშავებს. აქ პედაგოგები მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს შესთავაზებენ და ინტერაქაციაც, დავალებების შესრულებაც ონლაინ იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი ნინო ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მიიღეს, იმისთვის, რომ გახანგრძლივებული არდადეგები ბავშვებმა ეფექტურად გამოიყენონ და თავი იზოლირებულად არ იგრძნონ. მისივე თქმით, მუშაობის მსგავსი გამოცდილება ადრეც ჰქონდათ, იყენებდნენ...
რუსთავის მერია
რუსთავის მერია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის. რუსთავის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ. „COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის. მოგმართავთ თხოვნით, ისარგებლოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული...
„საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ ანალიტიკოსის ოლესია ვართანიანის განცხადებით, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შექმნილი ვითარება კრიტიკულად მძიმეა და ადგილობრივი ადმინისტრაციები მოქალაქეებისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ. „რუსული ანტაგონიზმი სამეზობლოში: პუტინის გაყინული კონფლიქტები და კონფლიქტი უკრაინაში" - ამ თემაზე საჯარო მოსმენა ვაშინგტონში, კონგრესში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს საკითხზე მოხსენებით ოლესია ვართანიანი, „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის" ანალიტიკოსი გამოვიდა. ვაშინგტონის საჯარო მოსმენის და ოლესია ვართანიანის გამოსვლის...
დეფაქტო ხელისუფლებები ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში საუბარია რუსეთისა და დეფაქტო ხელისუფლებების მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფისა და დაკავების ფაქტებზე. ანგარიშის თანახმად, შეზღუდული წვდომის გამო, სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მწირი იყო, თუმცა ბრალდებები დარღვევების...
პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. „მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის...
წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამის პირებს მოუწოდა, იმ თანამშრომლებს, რომელთაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ამის საშუალება მისცენ. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული არ იმოქმედებს თანამშრომელთა ანაზღაურებაზე და მათ ამ კუთხით პრობლემა არ შეექმნებათ. „მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში მოვიდეს, აქვთ შესაძლებლობა დისტანციურად იმუშაონ და რა თქმა უნდა, ეს ხელფასებზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ