კახა კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლებს, რომელთაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ამის საშუალება მისცენ

663

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამის პირებს მოუწოდა, იმ თანამშრომლებს, რომელთაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ამის საშუალება მისცენ.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული არ იმოქმედებს თანამშრომელთა ანაზღაურებაზე და მათ ამ კუთხით პრობლემა არ შეექმნებათ.

„მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში მოვიდეს, აქვთ შესაძლებლობა დისტანციურად იმუშაონ და რა თქმა უნდა, ეს ხელფასებზე არ აისახება. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ექნებათ“,- განაცხადა კალაძემ.