მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება ეძლევა. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ების უფლებამოსილება იქნება: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის...
იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (83 მომხრე) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” შესატან ცვლილებას.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ იქნება რეკომენდაცია, რომ თბილისში შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თბილისის მერია ამას გაითვალისწინებს.
მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი გადაადგილებისგან.
„მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ გადაადგილებისგან და მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავლობისგან. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იქნება დატოვებული, აბსოლუტურად შესაძლებლია მოემსახუროს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელსაც აქვს უკიდურესი აუცილებლობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილების. მეტრო და ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების მოსწავლეების კვებისთვის ამ დროის განმავლობაში გამოყოფილი თანხა მათ ოჯახებს მოხმარდება.
როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებაში განმარტავენ, სასურსათო კალათებისთვის, რომელიც თითოეული აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა 132 000 ლარს გამოყოფენ.
"თითოეული სასურსათო კალათის ღირებულება 60 ლარს შეადგენს და სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს. სასურსათო კალათების ოჯახებში მიტანა მომავალი კვირიდან დაიწყება”, – აცხადებენ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში.
დღეს ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"მას შემდეგ, რაც მოვაჭრეები დატოვებენ დახურულ კორპუსს, 18:00 სააათიდან დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები. ხვალ დილიდან კი ბაზარი ჩვეულებრივად იმუშავებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ შპს ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მენეჯერმა მანანა ბარძემიშვილმა.
მისივე თქმით, დაზინფექცია კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით კეთდება.
საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გადაუდებელ შემთხვევაში მოხდება ავტობუსების მობილიზება.
„ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თვითონვე უქმნიან საფრთხეს ერთმანეთს, ვინც შეიძლება ერთ მიკროავტობუსში იყოს მოთავსებული....
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის. ამის შესახებ droa.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ცნობით, დღეს პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.
„სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვა ეხება საქალაქთაშორისო და რეგიონულ ტრანსპორტსაც. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის...
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეზღუდული ვართ ამ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი, და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, - განაცხადა პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.
გიორგი გახარიას თქმით, ამის მიუხედავად, ისინი გამოთქვამენ მზაობას იქ, სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ, სრულად დაეხმარონ მათ, რათა გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას.
"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ...
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ შენობაში საკარანტინო სივრცის მოწყობის მზაობას გამოთქვამს.
"ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვასლიწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ", აცხადებენ "ტორპედოში".
https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/posts/2894731897252387
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის, რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში მინიმალური შემოსავლების გარეშე არ დარჩნენ.
მათივე ინფორმაციით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" 4000-მდე პირია დასაქმებული.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია "თბილისის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაინიშნება თუ არა თბილისსა და რუსთავს შორის მუნიციპალური ავტობუსები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის მიღებული.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მოსახლეობამ გადაადგილებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს.
„სამსახურებთან დაკავშირებითაც იქნა გაცემული რეკომენდაციები, რომ დისტანციურად უნდა იყოს მუშაობა, რა ღონისძიებებსაც მიმართეს შესაბამისმა უწყებებმა. როდესაც ვსაუბრობთ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა და გავითვალისწინოთ“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან...
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება,...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მგზავრთა რაოდენობა კორონავირუსის გამო 35% არის შემცირებული, - ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე შემცირდა მგზავრთა რაოდენობა ავტობუსებშიც.
„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კრონავირუსის საფრთხე გაჩნდა, მეტროში 35%-ით არის შემცირებული მგზავრთა რაოდენობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში 30%-ით“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან.
„სამსახურებთან დაკავშირებითაც იქნა გაცემული რეკომენდაციები, რომ დისტანციურად...
ხვალიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულის მიუხედავად ისინი სახელფასო ანაზღაურებას უწყვეტად მიიღებენ.
„ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.
თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა,...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, მოქალაქეებს შეეძლებათ მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება.
როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლების გარშე“.
„როგორც საზოგადოებას პრემიერმინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ,...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები შეიცვლება.
მისივე თქმით, ხვალიდან, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან.
“რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































