თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაინიშნება თუ არა თბილისსა და რუსთავს შორის მუნიციპალური ავტობუსები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის მიღებული.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მოსახლეობამ გადაადგილებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს.
„სამსახურებთან დაკავშირებითაც იქნა გაცემული რეკომენდაციები, რომ დისტანციურად უნდა იყოს მუშაობა, რა ღონისძიებებსაც მიმართეს შესაბამისმა უწყებებმა. როდესაც ვსაუბრობთ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა და გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსები იკრძალება.