რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეზღუდული ვართ ამ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი, და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, – განაცხადა პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.
გიორგი გახარიას თქმით, ამის მიუხედავად, ისინი გამოთქვამენ მზაობას იქ, სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ, სრულად დაეხმარონ მათ, რათა გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას.
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქლაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა”, – განმარტა პრემიერმა.