შემდეგი სტატია
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა კი, ივლისამდე გადაიდო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო. პირველი სხდომა კი, ზუსტად ხუთი თვის შემდეგ, 10 ივნისს გაიმართა.
სხდომაზე მოპასუხე მხარე სრულად წარმოდგენილი არ იყო: „მოპასუხე მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქონების მართვის სააგენტოდან სხდომაზე არ იმყოფებოდა, ასევე...
ისტორიულ ციხე-ქალაქის, უფლისციხის მუზეუმის გახსნა გადაიდო. ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მუზეუმის წარმომადგენლების ცნობით, ყველა რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, ამ პერიოდისთვის გაძნელდება.
"ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, როდის გაიხსნება. ძალიან გაძნელდება ვიზიტორების გადაადგილებისა და მოძრაობის კონტროლი. ძალიან დიდი სივრცეა და შეუძლებელია, თითოეულ მათგანს ყურადღება მიაქციო. მაგალითად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიზიტორი ან ტურისტი უკან ნახევარ...
მარნეულის ცენტრალური ბაზარი გაიხსნა. სავაჭრო დაწესებულება მომხმარებლებს ახალ გარემოში იღებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
შიდა ტერიტორიაზე განახლდა დახლები, გადაიხურა ობიექტები და დამონტაჟდა ხელსაბანი ნიჟარები. ეგრედწოდებული "წინა ბაზრის" შესასვლელში დახლები ჯერჯერობით ცარიელია, მოვაჭრეები აქა-იქ თუ დგანან. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ახლა ერთი პრობლემის წინაშე დგანან, არ იციან გასაყიდად მოტანილი პროდუქტები სად შეინახონ. დახლზე დატოვება დაწესებული შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ.
„რომ ვყიდით...
გორის მერიამ შპს "მაგთიკომს" მიმდინარე წლის აპრილში, მაისსა და ივნისში გაწეული მომსახურებისთვის 15 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ეს თანხა მოიცავს ყველა ხარჯს, რომელიც აღნიშულმა კომპანიამ მერიას აღნიშნულ პერიოდში უნდა გაუწიოს - საუბარია ძირითადად კორპორატიულ სააბონენტო ნომრებისა და ინტერნეტმომსახურების ტარიფებზე.
ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ვადა 2020 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ორშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის გზაზე ატმის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ბაზარი, პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„წელს ველოდებით ატმის რეკორდულ მოსავალს,დაახლოებით 35 ათას ტონას. აუცილებლად შემოვლენ სხვადასხვა ქვეყნიდან რეალიზატორები. მთავრობის მოთხოვნაა, რომ იყოს ისეთი ბაზარი, რომელიც ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 32 000 ჰექტარი დროებით...
ბათუმის ქუჩებში სექტემბრიდან ახალი საგზაო წესები ამოქმედდება. რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია, მომატებული ავტოტრანსპორტის ნაკადის ეფექტურად მართვისთვის კი ახალი მოდელი მუშავდება.
დაგეგმილია გორგილაძის ქუჩის გაცალმხრივება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ამავე დროს უკუმიმართულებით, ანუ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ხაზების - BUS LANE-ების მეშვეობით.
ასევე გაცალმხრივდება...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, თბილისი-კოჯრის გზატკეცილის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა დაგებული.
პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტი 950 კვ.მ. ფართობზე დაიგო. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლევან ბაჩიაშვილი გაეცნო.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ თხინვალში მოსახლეობამ მიწის ფართობის აუქციონზე გატანა გააპროტესტა. მოგვიანებით შეკრებილებს ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა და პირობა მისცა, რომ აღნიშნული ტერიტორია აღარ გაიყიდებოდა.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნული სივრცე დასახლებაში ერთადერთია, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და მისი მაღალსართულიანი შენობებით ჩანაცვლება არ სურდთ.
პრობლემაზე სასაუბროდ ადგილობრივებთან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავაც იმყოფებოდა.
შემდეგი სტატია
მოიჯარეებმა, რომლებიც ბათუმში შეზლონგებს აქირავებენ, აქცია გამართეს და ტურისტულ სეზონზე საქმიანობისთვის ნებართვის გაცემას მოითხოვენ.
"აუქციონი გადასახადების ზრდას გამოიწვევს. იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა, ახლა ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ გაგვიგრძელოს ხელშეკრულებები. ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ასევე ვითხოვთ პანდემიასთან დაკავშირებით გაგვიწიონ შეღავათები, "- განაცხადა აქციის მონაწილე ბექა გუგუნავამ.
აქციის მონაწილეების ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. უწყების ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ადმინისტრაციის...
საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის მიზეზით საპრივატიზაციო ქონების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, გართულდება ან შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება, შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას ქონების მმართველის წარდგინებით, საქართველოს მთავრობა მიიღებს.
მთავრობა განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით...
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვიცე-მერთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან სხდომა გამართა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონისთვის მზადება.
"დღეიდან ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნა. ჩვენს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ესტუმრონ ბათუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შიდა ტურიზმი გახსნა. მოგეხსენებათ, რომ ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია. ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს...
რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, 16 ივნისს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსაც ჩაუტარდებათ.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების პროცესში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება. მისი თქით, კოვიდისა და “ცხელების კლინიკების” თანამშრომლები 2-ის ნაცვლად კვირაში ერთხელ გაიტესტებიან, ხოლო სხვა კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება.
„დღეიდან პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. ეკონომიკის გახსნასთან და შემსუბუქების პოლიტიკასთან...
დაბა ხარაგაულში 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების – ჯაფაროულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, ისლარის, საღანძილის, ზარანის, დიდვაკის, ღარიხევის, წიფისა და სხვათა – 24 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება.
ცენტრები ფუნქციონირებენ საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულსა და საჩხერეში.
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს,...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი. ეწყობა დასასვენებელი ფანჩატური, განათების ქსელი. სკვერი დამცავი მოაჯირებით შემოიღობა, მოეწყო წყლის ე.წ. „სოკო“. პროექტის ბოლო ეტაპზე კი დასასვენებელი სივრცე გამწვანდება.
„გრძელდება სკვერების მოწყობა და გამწვანება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი...
საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები 3 900 კვ. მ ფართობზე განხორციელდება.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება. აგრეთვე, გაკეთდება ტრენაჟორები, საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
"სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება - დაირგვება სხვადასხვა სახის ხე- მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































