თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, ასევე, კონკურსი ცხადდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.
საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს...
წინა სტატია
ვფიქრობთ, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე დასრულდება მაჟორიტარების წარდგენის პროცესი, ივლისიდან გვინდა გადავიდეთ ასევე აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე. რაც შეეხება საარჩევნო სიას, მისი სრულყოფა სექტემბერში მოხდება, თუმცა ბუნებრივია, სიახლეები მანამდეც გვექნება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, სიაში, მათ შორის მაჟორიტარები იქნებიან როგორც ძველი, ასევე ახალი...
დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებით ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მასში აღნიშნულია, რომ ურეკის მოსახლეობის ის ნაწილი - 200-მდე აბონენტი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აქვს წყალი, რამდენიმე წელია, საფასურის გადახდის გარეშე, წყალმომარაგებით სარგებლობს საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით და წყლით მათი უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ახალ სისტემაში ჩართული არ იყვნენ.
„დაბა...
წარმოდგენა არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.
„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, -...
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 19 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ექსპლოატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი 2 ზოლი.
„ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ნახშირღელეს კვანძით ქუთაისი-სამტრედიის გზის მე-13 კმ-მდე, საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან გეგუთის სატრანსპორტო კვანძს, ხოლო დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას ფოთი-ბათუმი-სარფის და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებით....
დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს და ამით ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.
აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება...
ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება, - ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა მოაწერეს. თანამშრომლობა ითვალისწინებს წყალმომარაგების კომპანიის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებასა და ანალზს.
გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში განახლებადი ენერგიის პროექტების მოძიებას, შესწავლასა და მათ შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს, სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც გულისხმობს სამუშაოების...
სტატიის გაგრძელება
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.
ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით გახდა.
შპს “სეტი+”ის გამარტივებული შესყიდვები
კვლევის...
ქალაქ თელავში ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში პირველად თანამედროვე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას. კახეთში, ეს პროცესი და უკვე დაწყებულია, შემოდგომაზე თელავის მუნიციპალიტეტს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისთვის მობილურობას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან წარმატებული შენაძენი თელავის მოსახლეობისთვის,“- აცხადებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის...
წინა სტატია
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა...
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ მეორე მოსმენისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ ყოფილა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა დეპუტატებს, რომ წარმოდგენილი პროექტი სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების კონტრაჰენტებისთვის ხელის შეწყობას ისახავს მიზნად და პანდემიიდან და საგანგებო...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომუნალური მომსახურების კომპანიებში ჩატარებული „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის მომდევნო შედეგები გამოაქვეყნა.
სემეკ-ის კვლევის ფარგლებში, შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი.
„გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად, სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიებს 1-თვიანი ვადა განესაზღვრათ. კვლევა განხორციელდა სემეკის დაკვეთით შპს „4 სერვის ჯი სეილსის“ მიერ. 11 კომუნალური კომპანიის - სს...
დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 4 170 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის დასაგებად ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
„პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“...
სპორტდარბაზებისა და აუზების წარმომადგენლები აღნიშნული სერვისების გახსნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით მათ დღეს რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორები მთავრობისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ, თუ რატომ არ იხსნება სპორტდარბაზები და რა რატომ არის ეს რისკის შემცველი საქმიანობა.
„4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ, ჩვენი შემოსავალი იყო ადამიანების ვარჯიში. ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე შესაბამის ორგანოებთან, თითქმის შეთანხმებული იყო, რომ მე-6 ეტაპზე უნდა გახსნილიყო სპორტდარბაზები და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































