შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს. მათი ინფორმაციით, პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სარწყავი არხი რეაბილიტირდება. „სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 188 363 პირი. მათგან 115 719-მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 34 715 700 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 129 237 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 847 400 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. დღეისათვის,...
თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელები დედაქალქის მერიასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილის მაია ვახტანგიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მერიამ მშენებლობის ნებართვა დართოს. მისივე თქმით, თუ რაიმეს გააშენებენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რადგან მიწის ზოგიერთი ნაწილი მერიამ რეკრიაციულ ზონად გამოაცხადა. "ჩვენი მოთხოვნაა, ჩვენს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვა დაგვრთონ. ამის უფლებას დღევანდელი მთავრობა გვართმევს....
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტების განხორციელება, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თბილისის მერია ასევე თემქის ხევის რეაბილიტაციას გეგმავს. „ერთი საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. იცით, რომ თემქის ხევის რეაბილიტაციას ვაპირებთ და რა თქმა უნდა, პროექტში ესეც გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა თანამედროვე, ლამაზი იყოს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ კონკრეტული...
თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. ამ შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. „მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული...
დედაქალაქის მერია ვერის ბაღის და თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს. რაც შეეხება კიკვიძის პარკს, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პარკი მომავალ კვირას გაიხსნება. „კიკვიძის პარკი ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალ კვირას პარკს ოფიციალურად გავხსნით. ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, წინ უნდა წავიდეთ და გავაგრძელოთ ეს სამუშაოები იმიტომ, რომ ძალიან დიდი პოზიტივია და...
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება. დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა. „ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია...
თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ქალაქში 2 ახალ საბაგირო მარშრუტზე იმუშავებს. მისი თქმით, მერიის დაკვეთით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირების მიზნით კვლევა 2016 წელს ჩატარდა. შედეგად 12 პოტენციური მარშრუტი გამოვლინდა, რომელთაგანაც მერიამ ყურადღება ორზე შეაჩერა. „ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო...
დედაქალაქის მერის განცხადებით, მალე თბილისში ყვითელ ავტობუსებს ახალი, თანამედროვე ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სატრანსპორტო პოლიტიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შედეგება ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც...
ვერაზე, გ. ქუჩიშვილის გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 2 450 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 150 000 ლარი არის გამოყოფილი. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. მერიის ცნობით, მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის რაიონში უამრავი გამოწვევა გვაქვს, თუმცა ეს გამოწვევები გუშინ და დღეს...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოქალაქეებს, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა. მაჟორიტარის ანგარიშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ...
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ხორციელდება და ქვის სვეტებისა და სადრენაჟო ფითილების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის...
ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის...
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან ჰაჯიევი მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. დეპუტატმა "რადიო მარნეულთან" საუბრისას თქვა, რომ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. ჰაჯიევმა დაატასდურა, რომ ის 6 ივლისს, ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად დაინიშნა მარნეულში საარჩევნო შტაბის უფროსად. "სეთი რამ პირველად არ მომხდარა. მე ყოველ ჯერზე საარჩევნო შტაბის უფროსად ვინიშნები. ჩვენ დამარცხება კი არა გამარჯვება...
„საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმლის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ძმას თანხა აჩუქა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილეა, გიორგი ხოჯევანიშვილისგან 40 ათასი ლარი მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ინფორმაცია ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მიერ წელს შევსებული დეკლარაციიდან გახდა ცნობილი, რომელიც ძირითადად გასული წლის მონაცემებს მოიცავს. სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასი თვეში 5 900 ლარით განისაზღვრება, თუმცა გიორგი ხოჯევნიშვილს შემოსავალი სხვა კომპანიებიდანაც აქვს, სადაც გარკვეულ წილებს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ