თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელები დედაქალაქის მერიასთან აქციას მართავენ

630

თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელები დედაქალქის მერიასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილის მაია ვახტანგიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მერიამ მშენებლობის ნებართვა დართოს.

მისივე თქმით, თუ რაიმეს გააშენებენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რადგან მიწის ზოგიერთი ნაწილი მერიამ რეკრიაციულ ზონად გამოაცხადა.

“ჩვენი მოთხოვნაა, ჩვენს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვა დაგვრთონ. ამის უფლებას დღევანდელი მთავრობა გვართმევს. ამ მოთხოვნით არაერთხელ მივმართე მერიას,10 წელის განმავლობაში ამ საქმეზე არაერთი განცხადება დავწერე, თუმცა უშედეგოდ”, – განაცხადა მაია ვახტანგიშვილმა.