ბოლნისის სოფლების - ჭაპალასა და სამტრედოს დამაკავშირებელი ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 717 000 ლარი შეადგინა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების...
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ლარია, ერთ კონკრეტულ კომპანიას, ჯი-თი გრუპს მოარგო. ამის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გამოძიებიდან გახდა ცნობილი.  თბილისის მერიის კუთვნილმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” 15 ივლისს ტენდერი გამოაცხადა. კომპანია აპირებს 30 მილიონ ლარად შეიძინოს 300 მიკროავტობუსი, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში ყვითელ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებენ. რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ტენდერი...
წინა სტატია პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვის ამდროდე გაჭიანურებას ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილზე დაწყებული დგარის მოწყობის სამუშაოების შემდეგ მიწამ ჩაწევა დაიწყო. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. "უკვე ხუთჯერ ამოავსეს, მაგრამ მაინც ჩადის მიწა. არ ვიცი შიგნით გამოქვაბულია, ქვედა დინებებია წყლის თუ რა არის, მარგამ ფაქტია, რომ რაღაც საშიშროებაა. ქუთაისის გულებში დაკიდეთ დროშა, სულ არ უნდა...
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 2 000-მდე ადამიანს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სახელმწიფოსგან კომპენსაცია ვერ მიიღეს, დახმარებაზე მერიამაც უარი უთხრა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. პარტიის წევრებმა ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია მოაწყვეს და იმ ადამიანების განცხადებები მიიტანეს, რომლებსაც თანხის გაცემაზე უარი ეთქვათ. პარტიის კოორდინატორის, სამსონ გუგავას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები განსაცდელში მიატოვა. "2 000 ადამიანს, რომლებიც არიან...
თბილისის მერიამ უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობისთვის კონტრაქტრ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. მიზეზი კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტია. მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. თბილისის მერიამ 48, 101, 092 ლარიანი ტენდერი უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის  25 მარტს გამოაცხადა. გამარჯვებულად კი კომპანია “ენ სი სი” დასახელდა, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულებაც...
„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე 5 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 05 აგვისტოს 07:00 საათიდან 05 აგვისტოს 00:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39კმ-ში,...
დღეიდან თბილისში „ოდირის“ წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წინასწარი შემფასებელი მისია საგანგებო პროტოკოლით იხელმძღვანელებს. შეხვედრა საგარეო უწყებაში გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება. კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან დარცმელია ამბობს რომ, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება. ამასთან, ქეთევან დარცმელიას თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაციებით, ბაგა- ბაღებში ისეთი სათამაშოები...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება 4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, „რაც სავარაუდოდ, უკავშირდება წინასააარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას”. კვლევის თანახმად, მსგავსი ფაქტები სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს. რაც...
სტატიის გაგრძელება წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის 4 ფაქტი გამოვლიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ, 1 შემთხვევა პარტია “ლელო საქართველოსთვის” მიერ, 2 ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ -1 ფაქტი. “ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება...
პროექტების განხორციელებისას მკითხავებს კი არ ვეკითხებით, კვლევებსა და პროგრამებზეა დაყრდნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა. ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით მოქალაქეთა კრიტიკას გამოეხმაურა. „როცა პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, ამას არ ვაკეთებთ მკითხავების დაკითხვით. ეს არის შესაბამის კვლევებზე და ელექტრონულ პროგრამებზე დაყრდნობით მიღებული სქემა, რომელიც ებმის არა მხოლოდ ჭავჭავაძეს, არამედ მთელ 10 ძირითად დერეფანს და რომლებზეც მოსახლეობამ შეუფერხებლად...
გაუგებარია რამ გამოიწვია შიში, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტთან ვერ მივა მოქალაქე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის ამოქმედების გავლენაზე საუბრისას თქვა. საქმე იმაშია, რომ უკვე მესამე დღეა რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი გაიხსნა და გახსნის დღიდან იქ ე.წ. საცობებია. მოქალაქეები მერიას მკაცრად აკრიტიკებენ. „ობიექტებს რაც შეეხება, გაუგებარია რითია შიში გამოწვეული. გაქროლებული მანქანიდან მაღაზიაში არავინ შედიოდა, ხოლო...
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე დროებით უარი თქვა და ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტის გამო ცალმხრივად შეწყვიტა. მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის მაისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 165 170 ლარი იყო, ხოლო დაფინანსების წყარო - 2020-2021 წლების თბილისის ბიუჯეტი. წერეთლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტიდან...
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გომისმთის მცხოვრებთ პირადად გააცნო და საინფორმაციო მასალები გადასცა. საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა მინისტრს გაუზიარეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის, რელიეფურ სირთულეებსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე, გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის...
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, კაკაბეთის, წალენჯიხის, ჯიქიას, კოპცოვის, მესხეთის, ტატიშვილის, ხარაბაძისა და ბუკისციხის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოსა და დიდუბის რაიონები – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ