თბილისის მერიამ უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობაზე გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

423

თბილისის მერიამ უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობისთვის კონტრაქტრ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. მიზეზი კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტია. მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

თბილისის მერიამ 48, 101, 092 ლარიანი ტენდერი უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის  25 მარტს გამოაცხადა. გამარჯვებულად კი კომპანია “ენ სი სი” დასახელდა, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა.

აღნიშნული პროექტის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2018 წლის იანვარში 2019-20 წლების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას დაანონსა. თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 20-30 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.