დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი....
2 სექტემბერს, „ისრაელის სახლისა“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ონში, კულტურის სახლის ეზოში გაიხსნება იერუსალიმის მსოფლიო ცენტრის მიერ მართალად აღიარებული სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი.
1942 წელს ნაცისტების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ კისლოვოდსკის დაკავებისას, სერგი მეტრეველმა, რომელიც კისლოვოდსკის ღვინის ქარხანაში მუშაობდა, რამდენიმე ებრაელი ქალაქს განარიდა და ფეხით რაჭაში, მშობლიურ უწერაში ჩაიყვანა. კისლოვოდსკში დარჩენილი ებრაელები ნაცისტებმა დახვრიტეს.
ღონისძიება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდება და მას მხარს უჭერს ევროსაბჭოსთან არსებული...
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში.
„მოგეხსენებათ, რომ...
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
ამასთან, მისივე...
მესტიის მუნიციპალიტეტი გაიხსნა. შსს-მ საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე გახსნა როგორც ლენჯერის შესასვლელში, ასევე – დაბა მესტიის გასასვლელებში.
მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.
საკარანტინო შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, დღეიდან მესტიაში შესვლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ასევე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ლენჯერისა და მესტიის დატოვება.
მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„დღეიდან, 2 სექტემბრიდან, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ...
წინა სტატია
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ,...
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
„საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტის მნიშვნელობასა და პროექტში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მისი მოადგილე, საკრებულოს წევრები, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს....
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა დაასრულოს.
მათივე ინფორმაციით, რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტის რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სრულად ამორტიზებულია არსებული მილები, მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში...
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჩილინგარაშვილი, ხოლო გორსა და კასპში ლევან თარხნიშვილი წარადგინა.
გარდა ამისა, „ევროპულმა საქართველომ“ თერჯოლის მერის არჩევნებშიც წარადგინა საკუთარი კანდიდატი და თერჯოლის მერობისთვის როლანდ მესხი იბრძოლებს.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ 50 000 ლარზე მეტი დახარჯა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის აღდგენისა და მოხატვისთვის, კედელი კი კვლავ დაზიანებულია.
"ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად "აღადგინა" და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი - 5.4 ათასი ლარი გაიღო. პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 450-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.
„საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, 400-ზე მეტ ბინას თბილისში, 30-მდე ბინას კი ქუთაისში შეისყიდის. სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში,...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ინიციატივა - ვალდებულების ბარათი წარადგინა, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველო“ დაპირებების გაცემის ნაცვლად, ვალდებულებებს იღებს.
როგორც ბაქრაძემ ფოთში, ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ ბარათში გაწერილია კონკრეტული ჩამონათვალი, რა ვალდებულებებსაც პარტია ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე იღებს.
„ჩვენ არ ვიძლევით დაპირებებს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაზეც თითოეული ჩვენგანი, ჩვენი გუნდის ლიდერები პასუხს ვაგებთ პირადად. წარმოგიდგენთ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“...
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს თავი აარიდეს.
ნადირაშვილის თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს.
ირმა ნადირაშვილის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, ხელმოწერებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და „პატრიოტთა ალიანის“ არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვონ.
„15 და შეიძლება მეტი ჩემი კოლეგა „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდა განცხადებით...
რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს გეგი ლიპარტელიანი აღარ უხელმძღვანელებს. ლიპარტელიანს დავით შანიძე ჩაანაცვლებს.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ა(ა)იპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი დავით შანიძე თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
ტაბაღუამ ა(ა)იპ-ის ახალ ხელმძღვანელს წარმატება უსურვა, გეგი ლიპარტელიანს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ა(ა)იპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა...
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, ამფითეატრი და სპორტული მოედანი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
უწყების ინფორმაციითვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკის ტერიტორიაზე მდებარე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს.
,,პროექტი ასევე ითვალისწინებს განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობას. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































