„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის ოლქში, ასევე გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

493

„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჩილინგარაშვილი, ხოლო გორსა და კასპში ლევან თარხნიშვილი წარადგინა.

გარდა ამისა, „ევროპულმა საქართველომ“ თერჯოლის მერის არჩევნებშიც წარადგინა საკუთარი კანდიდატი და თერჯოლის მერობისთვის როლანდ მესხი იბრძოლებს.