პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე. სკოლების დახურვამ 1.5 მილიარდ ბავშვზე იმოქმედა, - ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children International) ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიში სახელწოდებით „დავიცვათ თაობა“ (“Protect a Generation”) ეფუძნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩატარებულ ყველაზე ფართომასშტაბიან კვლევას, რომლის მიზანი იყო ბავშვთა უფლებებზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება. კვლევამ მოიცვა 37 ქვეყანა და 25 ათასი ბავშვი და ზრდასრული.
კვლევის...
ზუგდიდში „ლელოს" მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ „ლელოს" ღონისძიება.
“მათ მამუკა ხაზარაძესს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა 1981-1993...
დღეიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შევიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ანალოგიური სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით მოქმედებს.
„ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ. პარკირება უფასო...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, არქეოლოგიურ მასალებსა და არქიტექტურულ ნაგებობებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან ირინა ღამბაშიძესთან ერთად გაეცნო.
„ე.წ....
მთავარობის სხდომები მედიის გარეშე გაიმართება. დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაა დანიშნული.
„შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ აჭარაში "ქართული ოცნება" საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად პარტიასთან დაახლოებულ პირებს ნიშნავს.
გია აბულაძეს მიაჩნია, რომ ამ ფორმით "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
იგი საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, რათა აღნიშნული პირების პოლიტიკური ნიშნით არჩევა არ მოხდეს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეტანილი აქვთ განცხადებები „ქართულ ოცნებასთან“...
"თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს, ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროს, ხოლო მძღოლები, ვინც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან. ამის შესახებ განცხადებას „თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს.
„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც...
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისისების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ჩამოვიდნენ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები, რათა მოხდეს დარღვევების მინიმიზაცია და არჩევნების საბოლოოდ ლეგიტიმაცია.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეუთოს დამკვირვებლები ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვიდნენ. პანდემიის პირობებში ძალიან გართულებულია არჩევნების მონიტორინგი. ეუთომ მხოლოდ ახლა გაგზავნა...
საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მომდევნო წლებში, რეგიონში მდებარე ბაღების ინფრასტრუქტურული პრობლემები სრულად მოგვარდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ დუშეთში, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
კერესელიძის თქმით, დუშეთში არსებულ სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება და პარალელურად ორი ბაღი შენდება.
სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები დაინტერესდნენ,...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
სამიქაოში მივდივარ და მიმიხარია. რატომ მიმიხარია? პირველი იმიტომ, რომ სამეგრელოს არც თუ ისე კარგად ვიცნობ და ნებისმიერ ახალ ადგილას მოხვედრა ჩემთვის, როგორც მოყვარული მოხეტიალისთვის, ძალიან, ძალიან საინტერესოა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქ, ამ სოფელში, ქალთა სათემო ჯგუფი მელოდება, რომელიც სოფლისთვის მუშაობს.
რას აკეთებენ? ზუსტად მაგის დასაზუსტებლად და გასაგებად ჩავდივარ ხოლმე ადგილებზე და სათემო ჯგუფების წარმომადგენლებისგან უშუალოდ ვისმენ საინტერესო ამბებს....
შემდეგი სტატია
ზუგდიდში "ლელომ" ოფიციალურად წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში გარდამტეხი მომენტია - საქართველო დგას გზაჯვარედინზე და მნიშვნელოვანია ეს კურსი იყოს ევროპული.
ან წინ ვივლით გამარჯვებისკენ, ან ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მე დღეს ადამიანები ვნახე - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მისივე სიტყვებით, ეს მწარე რეალობა მას "სადღაც...
ლევან გოგიჩაიშვილის გამო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი” პაუზას იღებს, - ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდათ.
„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
დაავადებათა...
ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობის“ ლიდერი ლევან ბოძაშვილი მცხეთა-მთიანეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.
როგორც ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მოძრაობა მაჟორიტარს წარადგენს გლდანის ოლქშიც, სადაც კანდიდატი „სოციალური სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იქნება. ასევე, პარტია ვაკის რაიონში რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის კანდიდატურას დაასახელებს, ხოლო სამგორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის გენერალური მდივანი გიორგი შერვაშიძე იქნება.
„ჩემი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა და...
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები იზრდება , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა.
„ლელოს“ ქალთა საბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართველ პოლიტიკოსებზე გაზრდილი ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე.
“ლელოს” ქალთა საბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, ასევე საფრთხის ქვეშ დგება არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ...
„ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით დეტალებს საზოგადოება მალე შეიტყობს.
„კანონის შესაბამისად იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი სია. ახლა უკვე ფაქტობრივად მთავრდება, დარჩა ერთი - ორი ოლქი და დავიწყებთ მაჟორიტარების წარდგენას, შემდეგ იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია, ოღონდ ეს უფრო მოგვიანებით. ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატების გაცნობის პროცესი მოხდება.
იქნება დიდი...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკე-საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარია, წყნეთში, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა, რომლებიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.
ელენე ხოშტარიას თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს ადგილობრივების მოთხოვნა და მშენებლობის პროცესი უნდა შეჩერდეს ვიდრე, არ იქნება შესწავლილი და გამოკვლეული შესაბამისი საფრთხეები. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ განაშენიანების ამგვარი პოლიტიკა ქალაქს დაანგრევს.
„მოსახლეობის მოთხოვნა არის, რომ ახლა ეს პროცესი შეჩერდეს, სერიოზული შესწავლა მოხდეს აქ საშიშროების და მხოლოდ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































