ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. ამბობენ, რომ ხელისუფლებისათვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ისინი ბანკებში სესხების გადავადების მოთხოვნით აქციებს პერიოდულად მართავენ და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ჰყვებიან, რომ პანდემიის ფონზე ტურისტების სიმცირე იყო და სასესხო ვალდებულებების დაფარვას ვერ ახერხებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათი თქმით, დაპირების მიუხედავად კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ამბობენ, რომ...
წინა სტატია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტზე ნებართვას ასაჩივრებს. სულხან სალაძის განმარტებით, საია პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს ნებართვის გამცემს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ  სამინისტრო გააგრძელებს ტრადიციას და დაინტერესებულ მხარეს უპასუხებს, რომ ის არ შეიძლება იყოს დაინტერესებულ მხარე, შესაბამისად, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში, მაშინ ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს. "ბათუმი რივიერას“ დირექტორი...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა. როგორც სერგო რატიანმა განმარტა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ის დირექტორები, რომელთაც დირექტორობის 6-წლიანი ვადა გაუვიდათ. მისი თქმით, ეს არის ზეწოლა მასწავლებლებზე და მეორდება ამბავი, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შემთხვევაში მოხდა. „გუშინ, განათლების სამინისტრომ დაწერა ბრაძანება, სადაც გაათავისუფლა ის დირექტორები, რომლებსაც დირექტორობის 6-წლიანი ვადა...
ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრეს. პლაკატების გაკვრა ნებადართულია მოსაცდელებზე და კერძო მესაკუთრეების ობიექტებზე მათი თანხმობის შემთხვევაში. საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებებზე. საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, სადაც ახალი საშტატო განყოფილება იქნება. ინსპექტორი, კოორდინატორი, სამი სოციალური მუშაკი და იურისტი სოციალური, ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე იმუშავებენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა მხარდამჭერებს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან უცხო პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ცდილობს მათ მხარდამჭერებზე იძალადოს. „თავდასხმა მოხდა ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტრის განახევრებასთან დაკავშირებით. კალაძემ და მერიის წარმომადგენლებმა ათობით ათასი ლარის ჯარიმა უკვე გამოუწერეს ჩვენს ახალგაზრდებს, ესეც სრულიად უკანონოდ. ამ...
ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც „ქართული ოცნების" ყურმოჭრილი დანამატი, არ გვანიჭებს დროულად საარჩევნო ნომერს და ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს სრულფასოვანი და ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ ცესკო-ში განცხადება რიგითი ნომრის მონიჭების თაობაზე ერთი თვის წინ შეიტანა. „ცესკო ფეხს ითრევს ერთი თვის განმავლობაში, როცა შეეძლო ჩვენი განცხადების...
ეტაკნენ პლაკატებს და მგონი ფრჩხილები დაძვრათ ჩამოფხრეწ-ჩამოპორჭყნით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. "გუშინ განსაკუთრებული ენერგიით ეტაკნენ პლაკატებს და მგონი ფრჩხილები დაძვრათ ჩამოფხრეწ-ჩამოპორჭყნით. ცუდია რომ ბავშვებსაც აკეთებინებენ ამას.. მაგრამ ძირითადად ადგილობრივი სამსახურების ხელი ეტყობა.. რატომ ცდებით , ამაზე ხარჯავთ ენერგიას და ფულს? საკეთებლის მეტი რა...
"ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს, რითაც, მისი თქმით, სახელმწიფოს 10 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ზღვისპირა ზოლში 2 წლის განმავლობაში აუქციონზე გაიტანა 107 200. კვ. მეტრი მიწა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტში 357 600 ლარი შევიდა. სინამდვილეში, კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება 30-ჯერ მეტია, ვიდრე ის ფასი, რომლითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაყიდა ეს...
თბილისის მერია მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის -„თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად, ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.   კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. საკონკურსო მასალებს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე...
„ცესკო პარტიისთვის რიგითი ნომრის მინიჭების უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და წინასაარჩვენო შეფერხებებს ხელოვნურად გვიქმნის", -ამის შესახებ პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა, ივანე ნორკაიძემ ცესკოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს დღესვე შეუძლია ჩაატაროს წილისყრა და მიანიჭოს პარტიას რიგითი ნომერი, ის მაქსიმალურად ცდილობს, კანონით განსაზღვრული ვადა გამოიყენოს. „პარტიისთვის რიგითი ნომრის დროულად მონიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი კამპანიის ჩასატარებლად, იმისთვის, რომ...
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით, საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას არ ეხება, რადგან ამკრძალავი ღონისძიებები საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. "ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ამკრძალავი ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 10 სექტემრიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა....
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან. „მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ,...
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება, - ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია. „დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი...
„დამსაქმებლებს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გაგრძელდეს, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით. „კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტრატეგია აღმაშენებლის აქტივისტების ცემის საქმეზე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ - გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს,...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პენსიონერებს შეხვდა. "სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ჩიხლაძე დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და არაპენსიონერებისთვის მაღალპროცენტიან საბანკო ვალდებულებებზე, მოქალაქეების დაკარგულ ქონებაზე და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა. „მორიგი შეხვედრა გავმართეთ მოქალაქეებთან და ამომრჩევლებთან. არიან დაინტერესებული მოქალაქეები, ამომრჩევლები, რომლებსაც სურთ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა, ჩვენი გეგმების მოსმენა, ძირითადად იმ მიმართულებით, რაც ეხება პენსიებსა და ვალების თემას, პროცენტის განახევრებას, მედიკამენტების ფასებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ