ზესტაფონში ევროპული საქართველოს საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს

419

ეტაკნენ პლაკატებს და მგონი ფრჩხილები დაძვრათ ჩამოფხრეწ-ჩამოპორჭყნით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“გუშინ განსაკუთრებული ენერგიით ეტაკნენ პლაკატებს და მგონი ფრჩხილები დაძვრათ ჩამოფხრეწ-ჩამოპორჭყნით. ცუდია რომ ბავშვებსაც აკეთებინებენ ამას.. მაგრამ ძირითადად ადგილობრივი სამსახურების ხელი ეტყობა.. რატომ ცდებით , ამაზე ხარჯავთ ენერგიას და ფულს? საკეთებლის მეტი რა არის ზესტაფონში? მოდით და გეტყვით სად დაღვაროთ ოფლი და გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროთ! სახელისუფლებო კანდიდატის პლაკატებს ხომ კარგი წებოთი აკრავთ? ხე აღარ დატოვეთ ზესტაფონში მიუკვრელი.. თანაც პოლიციას აწვალებთ მაგის მეთვალყურეობით ალბათ.. მოკლედ, შიშის და სისუტის ნიშანია ეგ და რაც მეტს იზამთ, მით უარესი თქვენთვის”, – წერს წერეთელი.