„ცესკო პარტიისთვის რიგითი ნომრის მინიჭების უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და წინასაარჩვენო შეფერხებებს ხელოვნურად გვიქმნის”, -ამის შესახებ პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა, ივანე ნორკაიძემ ცესკოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს დღესვე შეუძლია ჩაატაროს წილისყრა და მიანიჭოს პარტიას რიგითი ნომერი, ის მაქსიმალურად ცდილობს, კანონით განსაზღვრული ვადა გამოიყენოს.
„პარტიისთვის რიგითი ნომრის დროულად მონიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი კამპანიის ჩასატარებლად, იმისთვის, რომ ამომრჩეველს დაამახსოვორო შენი თავი და იცოდნენ, რა ნომერი შემოხაზონ საარჩევნო ბიულეტენში, მაგრამ ცესკო ცდილობს, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა გამოიყენოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სახელისუფლებო პარტიასთან, რომელსაც უკვე აქვს ნომერი და სრულფასოვნად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას”, – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.
ცესკო-სთან გამართულ ბრიფინგს პარტიის ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც ესწრებოდნენ.