მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მოძველებული კომუნიკაციები 31 მისამართზე შეიცვალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებული პროექტების საერთო ღირებულება 676 572 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება კიდევ ერთ მისამართზე. ქვიშხეთის ქუჩაზე, მეოთხე კორპუსში წყალარინების დაზიანებული ქსელი იცვლება. პროექტის ფარგლებში, 32 გრძივ მეტრზე 300 მმ-იანი მილი მონტაჟდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე...
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსება სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სოციალური ქულა 150 000 და ნაკლებია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება N536-ის შესაბამისად განხორციელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგენილების მოქმედება ვრცელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა. მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური...
ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლების, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია, დღეს კი საუბნო კომისიის წევრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დანიშვნა იგეგმება. ამის შესახებ ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლებმა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ლევან თარხნიშვილის თქმით, ისინი ხელს შეუშლიან ამ პროცესს და...
წინა სტატია მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები კი აქტიურად წევენ საოკუპაციო ხაზს საქართველოში ამის შესახებ, განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ავრცელებენ. "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებსა და დესტრუქციულ ნაბიჯებს. აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ინტენსიურ მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რათა სათანადო შეფასება...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და ბეტონის კიუვეტები მოეწყობა. გათვალისწინებულია გაბიონებისა და დამჭერი კედლის სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ 5 კმ-იან გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას...
წინა სტატია სრულად გადმოვიტანთ პარლამენტს ქუთაისში, შემოვიყვანთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“, წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ ქუთაისში განაცხადა, სადაც პარტიამ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. „გვინდა, პარლამენტის სრულად გადმოტანა ამ ქალაქში, არა თბილისიდან ქუთაისში წინ და უკან სასიარულოდ, არა დროებით და ნახევრად, არამედ სრულად; როდესაც პარლამენტის დეპუტატები იცხოვრებენ ამ ქალაქში, იცხოვრებენ ამ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ,,რაც გუშინ ჰქონდათ დაწყებული განაახლეს, ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიღმა რა ადგილასაც გუშინ ჩაარჭეს ბოძები ახლა მიდის დამატებითი სამუშაოები, მიმდინარეობს უკანონო ინსტალაციების მონტაჟი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების...
ქუთაისში, “ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. “ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე იქნება, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კი გოჩა გურგუჩიანი. პარტიამ ასევე წარადგინა მერობის კანდიდატები. ხარაგაულის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ ყრუაშვული; ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი; ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება. "ევროპულმა საქართველომ" ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა, ასევე,...
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას დებატებში იწვევს. როგორც ვაშაძე აცხადებს, ის მზადაა, ნებისმიერ ადგილას, მედიის თანდასწრებით შეხვდეს გახარიას და ესაუბროს საქართველოს მომავალზე. „ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლობაში არცერთი დაპირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მიეცით, არ შეასრულეთ. ტყულია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის „იუნისფის" მონაცემებით, საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და ის 8.2%-ს აღწევს....
საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ხასიათდება კომპლექსური ურთიერთობებით და მრავალმხრივი ინტერესებით, რომლის ყველა კომპონენტს საარჩევნო კანონმდებლობა ვერ დაარეგულირებს და აღასრულებს. ამის გამო, საჭირო ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა და დამატებით ეთიკურ წესებზე შეთანხმება, რაც მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა.  პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების  დაცვა;...
„ქა­ლაქ ხა­შუ­რის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყე­ბად“ - სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფო­ტო­ებს ამ ტექსტით ავრცელებს, სა­დაც ჩანს, რომ სკო­ლამ ერთ-ერთი საკ­ლა­სო ოთა­ხი ეზოში მოაწყო. ფეიბუქის მომ­ხმა­რებ­ლებ­ს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას იდეა მოეწონათ. „ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს სა­უ­კე­თესო გამოსავალია“, - წერენ სოციალურ ქსელში. https://www.facebook.com/khashuriN1/posts/3136614253114314?__xts__=68.ARCEmlbfKE2eYPEiNKa2dwOxJMqfJWIzcNRoMKSDiUlb5RBviLIIrGZH8tD9qxu4HGgqxXEoSt-MZhjvFTzcom7pNtL873FknnhIb0S9TK9jIO5Q0edPDrIjQrutPTrloa7KZSM4nePhhl9mKIZcvTGEjo98UdCghlLsYzObwrsAx1cnZ3AcBdT85Xos_QtXzIxILvCNRoTiRz9y3vVlksJ0wGLvtQ4XyLbyGyekMDXBDqO-bU72vaSY8zWJXK7iaeh8agUuRmX1pEGXbWQGLU3BvIspMncW-Vp_4BmR0txA3KmMKFLx9-UjKegVHB0-uJgkJKGZ3qMeuu7yGADtQg9wGg&__tn__=-R შეგახსენებთ, რომ თბილისში და მსხვილ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.
„ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ საზოგადოებას ჯანდაცვის ის რეკომენდაციები წარუდგინეს, რომლითაც, “პანდემიის დროს ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს”. პარტიის ლიდერებმა ხელისუფლება ვირუსის მართვასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს. “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემოლოგიურ ფონს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის იყენებს. “პოლიტიკურ ინტერესსაა დაქვემდებარებული სრულიად ჯანდაცვის სისტემა და მათი გადაწყეტილებები ამ მიმართულებას ექვემდებარება, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად...
უსაფრთხოების ნორმებს გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა აკმაყოფილებს, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "გორის მუნიციპალიტეტში სულ 65 საჯარო სკოლაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი15 სექტებრიდან დაიწყებს სწავლას. თუმცა საჭიროების მიხედვით, პროცესი შერეული მოდელით გაგრძელდება. გამონაკლისია მე-4 და მე-8 საჯარო სკოლები, სადაც ჯერ ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
წინა სტატია "ლელოს" წევრის, ირაკლი მატუას მოსყიდვის მცდელობასთან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია კავშირს გამორიცხავს. მისი თქმით, განცხადება, რომ "ქართული ოცნების" წევრი ოთარ ქადარია მისი დავალებით ზეწოლას ახდენდა ირაკლი მატუაზე და მის მოსყიდვას ცდილობდა, არის ცილისწამება. "სისულელეა. რა განმარტება უნდა გავაკეთო? ძალიან იაფფასიანი შოუა. ლელოში შეუძლიათ სარჩელი მოამზადონ და რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ ვნახავ ჯერ პოზიციებს რა არის და გავივლი...
ახალციხისა და ბორჯომის მერიები იმ 10 მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდნენ, რომლებმაც 2016-2020 წლებში ყველზე მეტი თანხა ჩაურიცხეს ადგილობრივ ეპარქიებს. ორივე მუნიციპალიტეტისგან ცალ-ცალკე ეპარქიებისთვის გაცემული თანხა ნახევარ მილიონს აჭარბებს. „აი, ფაქტის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში (2016-2020) ახალციხის მუნიციპალიტეტმა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას ჯამში 530 153 ლარი ჩაურიცხა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი - 759 640 ლარი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2016-2020 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ეპარქიებს...
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გარემოსდაცვის სამინისტრომ საბოლოო ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 3 სექტემრის ბრძანების მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყოს. „გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე; ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ