უსაფრთხოების ნორმებს გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა აკმაყოფილებს

368

უსაფრთხოების ნორმებს გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა აკმაყოფილებს, – ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“გორის მუნიციპალიტეტში სულ 65 საჯარო სკოლაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი15 სექტებრიდან დაიწყებს სწავლას. თუმცა საჭიროების მიხედვით, პროცესი შერეული მოდელით გაგრძელდება. გამონაკლისია მე-4 და მე-8 საჯარო სკოლები, სადაც ჯერ ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.