ქუთაისში, “ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. “ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე იქნება, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კი გოჩა გურგუჩიანი.
პარტიამ ასევე წარადგინა მერობის კანდიდატები.
- ხარაგაულის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ბესიკ ყრუაშვული;
- ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი;
- ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება.
“ევროპულმა საქართველომ” ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა, ასევე, წარადგინეს “ევროპული საქართველოს” ეკონომიკური პროგრამა.
გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა, – ეს იმ კონკრეტული გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს “ევროპული საქართველო”.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა „ხელშეკრულება ხალხთან“ პრეზენტაცია, რომლითაც პარტია სხვადასხვა რეფორმაზე განხორციელების ვალდებულებას იღებს.
“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რომლის აღმოფხვრასაც სწორი ხედვა სჭირდება. კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ “ევროპული საქართველო” იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს.
“ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და კონკრეტულ რეფორმებს განვახორციელებთ. ეს ვალდებულებებია:
- გადასახადების შემცირება სახელმწიფო ქონების ხალხისთვის გადაცემა, რაც მოიტანს იმას, რომ 2000 ლარით მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს და 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება;
- ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ამით გაორმაგდება პენსიები და სოციალური დახმარებები;
- კრიმინალი დამარცხდება;
- სასამართლოს რეფორმა, ნაფიცი მსაჯულების დანერგვა, რაც სასამართლოს სრულიად დამოკიდებელს გახდის.
ევროპული საქართველო არის კომპასი, რომელიც აჩვენებს, თუ საით უნდა ვიაროთ დღეს, რა არის სწორი გზა. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს კონკრეტული გეგმა, კომპეტენცია და სურვილი, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გავისტუმროთ სახლში”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.