"ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველ პარტიას ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. ნინო შეწირულმა ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში, შტაბის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგზე გააკეთა. როგორც პარტიაში ამბობენ, ბრიფინგი ერთგვარი გაფრთხილება იყო მმართველი პარტიის მისამართით, მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კი ისინი კონკრეტულ გვარებს დაასახელებენ. "იყო მოსყიდვა ქრთამის სახით. ამ ეტაპზე ეს იყო გაფრთხილება, რომ მსგავსი არ განმეორდეს, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, არ მაქვს იმედი,...
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. მისივე თქმით, აღნიშნული პირები არ გამოთქვამენ მზაობას თემაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზრუნველყოს ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიდენციალურობა. " სახალხო დამცველის ოფისს დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ რომ მათი აქტივისტების მიმართ...
ინა სტატია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საპასუხოდ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ხელში გირჩს ათამაშებს. https://www.facebook.com/Drannadolidze/videos/320275599041668/ 23 სექტემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტური იქნება მასა და გია ვოლსკის შორის, "ანა დოლიძე კი ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, ის გაქრება პოლიტიკური სივრციდან". დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა, მისი კონკურენტი ამავე...
წინა სტატია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. გადაწყვეტილების მიხედვით, რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას აფხაზეთის მთავრობა "ღვინო და კინო" 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის "სიმართლე აფხაზეთზე" გადაღებისთვის. მეტრეველის თქმით, მაშინ, როდესაც კულტურის სფერო კოლაფსის წინაშეა და ხელისუფლების მხრიდან არც კი მომხდარა დარგებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების ადეკვატური შეფასება, სისტემა გულუხვობას არ იშურებს პარტიული ერთგულებისთვის. “პარტიული ერთგულება კი გამოიხატება იმით, რომ ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაოაბის" შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლათან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ Facebook-ზე დაწერა. https://www.facebook.com/100005675649467/posts/1456573647875143/?extid=HwA6C3ENufbryQHV ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ნინა ცისკარიშვილს თავდამსხემელბა ტელეფონი წაართვეს და მიწაზე დააგდეს. "ნინია ჩემთან, შტაბში მუშაობს. სახლში, რომ მიდიოდა, დაალხოებით 10 სააათი იყო, ორი კაცი აედევნა, ტელეფონი წაართვეს და ძირს დააგდეს. ადგილზე პოლიცია მოვიდა, მეც ვესაუბრე. კამერაც 5 მეტრში არის. ნინიას ფიზიკური დაზიანებები არ...
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N14-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. მიმდინარე სამუშაოებს,...
ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა , - ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დოკუმენტები წარუდგინა, რომლითაც ირკვევა, რომ კახა კალაძეს ავტომანქანა სალიზინგო-საიჯარო მფლობელობაში ჰყავს, რომლის ღირებულება არა 94 000 ევრო, არამედ 56...
არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერის მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაჩუმდნენ დეზინფორმაციაზე, რადგან „დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“. „მოგესალმებით ყველას, ვინც დღევანდელ ვიდეომიმართვას ელოდება იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე და მათაც, ვინც ეს სიმართლე მაყურებელს დაუმალა. ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ „ფეიკნიუსებმა“ წალეკა მედიასივრცე. ეს...
საერთაშორისო ტენდერის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს კომპანია POWERCHINA/Sinohydro შეასრულებს. POWERCHINA/Sinohydro-ს ცნობით, პროექტზე, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია იმუშავებს. კომპანიის ინფორმაციით, POWERCHINA 2020 წელს იკავებს 157-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში. გარდა ამისა, ამავე წელს, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის...
ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას ზეწოლასა და ძალადობრივ ქმედებებს შეეხებოდა. მინისტრის თქმით, არც ახლა და არც გასული წლების წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია. „წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ერთ არჩევნებს...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. "ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მათი თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ ყველას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება", - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქ ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება. „აღნიშნული სამუშაოები, 82 ათასი ლარით, მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებიდან ეკონომიების სახით დარჩენილი თანხით დაფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა 560, მათ...
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა. გაჩერდა 120 ავტობუსი და 600-მდე მიკროავტობუსი. „ახალი რეგულაციების თანახმად, მუშაობას ვწყვეტთ. 120 ავტობუსია გაჩერებული. ეს გაგრძელდება, ვიდრე საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მძღოლები ამ პერიოდში, როგორც ეს გაზაფხულის შეზღუდვების დროს იყო, მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას“, – განაცხადა ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორმა, ბადრი ფარტენაძემ. ხვალიდან ბათუმში საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიეირ დამზადებული სააგიტაციო მასალის გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. დაიცავი კანონი! შექმენი თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო!
წინა სტატია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, რეგიონში ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რაც გამოწვევას წარმოადგენს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, აჭარაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარებიდან გამომდინარეობდა. „ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიურ ვითარებიდან გამომდინარე არის მიღებული. აბსოლუტურად კარგად გვესმის, საზოგადოების მოლოდინის. სრული მზაობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს განახლებულიყო, ამ ვითარებაში ეს შეუძლებელო აღმოჩნდა...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო ზეგიდან, 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება და სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს. „სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ