ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს. აჭარის მთავრობის ცნობით, მახოს ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახოს ხიდიდან სოფელ თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთს. ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა....
ზუგდიდის მერია სასტუმრო "ოდიშის" ყოფილ შენობას ელექტრონულ აუქციონზე 2.5 მილიონ ლარად ყიდის. მისი  ღირებულება 1.5 მილიონი ლარით გაიაფდა. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონება (პირველი სართულის ნაწილი და მეორე-მესამე სართული) თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მაშინ მერია შენობას 4 მილიონ ლარად ყიდდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. აუქციონი პირობიანია და მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ან კომერციული ფართების მოწყობისთვის...
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა N73-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. უწყების ცნობით, სკვერში საბავშვო ზონა მოეწყო, სადაც კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, „ლედ“ განათების სისტემა და განთავსდა ყველა შესაბამისი ინვენტარი. ამასთან, სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო რულონური ბალახი. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული...
„კონსერვატიულმა პარტიამ“ დღეს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბათუმის ოლქში ნატალია ძიძიგური, უმაღლეს საბჭოში კი, ლადო ურუშაძე იბრძოლებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „კონსერვატიული პარტიის“ სიის პირველი ნომერი მერაბ ბოლქვაძე იქნება. მხარდამჭერებს კანდიდატები პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ბათუმში წარუდგინა. „მინდა, მიაქციოთ ყურადღება ნომერ 47-ს, რადგან საქართველოს პარლამენტში მეტი კონსერვატორი იყოს, ვიდრე ლიბერალი. „კონსერვატიული პარტია“ სრულიად განსხვავებული საარჩევნო...
უნიკალური კუთხის, უნიკალური ფასეულობების, უნიკალური ენის და ხასიათის ადამიანები ხართ თქვენ. ჩვენ დღეს დიდი მიშა ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმში ვიყავით და იქ ყველაფერი ჩანს ნათლად. თვითონ ფაქტები გვეუბნება, სად ვიმყოფებით ახლა დღეს, მაგრამ აქედან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ხართ და ეს კუთხეა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მცველი. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რისთვისაც სრულიად საქართველო აფასებს და...
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ დღეს ქობულეთელ ამომრჩეველს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ქობულეთის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად ზვიად კვაჭანტირაძე, უმაღლეს საბჭოში კი ლაშა ვერულიძე დასახელდა. კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, მარიამ ჯაშმა წარუდგინა. „ქობულეთი გაჩერებულია. არ მუშაობს არაფერი. ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რათა შეემსუბუქებინა ქობულეთელების განსაკუთრებით დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა, ათასობით ოჯახისთვის ქობულეთში კატასტროფული აღმოჩნდა. საბანკო...
საქართველის კოსერვატიული პარტიის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატალია ძიძიგური იქნება, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ლადო ურუშაძე იბრძოლებს, ხოლო სიის პირველი ნომერი მერაბ ბოლქვაძეა. “პარლამენტში მეტი კონსერვატორი უნდა იყოს ვიდრე ლიბერალი. საქართველოს კონსერვატიული" პარტია სრულიად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ჩვენ არ ვერთვებით პარტიების წინასაარჩევნო კინკლაობაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი...
ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში. ყველა ჩვენს მხარდაჭერს მოვუწოდებ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სვანეთსა და მთელს საქართველოში ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა უნდა გაგრძელდეს და მეტი ახალგაზრდა უნადა ჩაერთოს...
„მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა. ანა დოლიძის თქმით, მას არსებული პრობლემების გადაჭრის ორი გეგმა აქვს. „პირველი არის ეროვნული ფასეულობების ხედვა 6 პრიორიტეტული მიმართულებით. ჩემი ერთ გეგმა გამოხატავს ეროვნულ პრიოტეტებს, სადაც შედის ეკონომიკა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სოფლის მეურნეობა. მეორე...
ქუთაისში ამომრჩევლებლი არარსებულ მისამართზე არიან რეგისტრირებული. ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა საუბრობს. მისი თქმით, არარსებული მისამართები ქუთაისში სინაურისა და კურცხალიას ქუჩებზეა დამატებული. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. "სინაურის ქუჩა მთავრდება 44 ნომრით, აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტული პირები ჩაწერილი არიან სინაურის 56 ნომერში და სხვა ნომრებში, რომელებიც რეალურად არ არსებობს. ჩვენ მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ აღმოფხვრან ეს პრობლემა...
"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის თქმით სამეგრელოში პარტიის წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, საარჩევნო აგიტაციაში ხელი შეუშალეს. პაატა მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები პირველი არ არის და სისტემატიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ნიუპოსტი ავრცელებს. "სამწუხაროდ „ქართული ოცნება" კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას, დაპირისპირებასა და ხელის შეშლას საარჩევნო კამპანიაში ჩვენს მხარდამჭერებზე. გუშინ საღამოს სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩხოროწყუში, როდესაც „ქართული ოცნების"...
ქუთაისში, ნიკეაზე ქუჩაზე, საქართველოს დროშა, რომლის აღმართვაც ქუთაისის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა, ქარმა ისევ დააზიანა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. მერიამ დროშა ბოლოს 2 ოქტომბერს შეცვალა.  ეროვნული სიმბოლიკა მაშინ ქარმა წაიღო. საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.  საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (საქართველოს 2008 წლის 1...
„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს, მათ შორის 3000 ჰა კაკლის ბაღია“, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ილია თამარაშვილი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარის, ბაბეკ ნიაზოვის კაკლის ბაღში იმყოფებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზემო არქევანში, პროგრამის...
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 297 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. „აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ. ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის...
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე გამოძიება იწყება, თუმცა დასრულება ჭიანურდება. როგორც ომბუდსმენმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოლო ორი წლის სტატისტიკის მიხედვით, მცირეა იმ საქმეების რაოდენობა, სადაც ვინმე ბრალდებულად ან დაზარალებულად ცნეს. „ივლისის თვიდან ვაწარმოებთ ასეთი ფაქტების სტატისტიკას, რამდენიმე ათეული ფაქტის შესახებ უკვე გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და ეს წინასაარჩევნო პროცესში არ სრულდება. დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც გვქონდა საპრეზიდენტო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ქუჩის დასაწყისში და ბოლოში იგება ასფალტის საფარი, დანარჩენ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე კიუეტი. „ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ