დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

600

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა N73-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.

უწყების ცნობით, სკვერში საბავშვო ზონა მოეწყო, სადაც კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, „ლედ“ განათების სისტემა და განთავსდა ყველა შესაბამისი ინვენტარი.

ამასთან, სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო რულონური ბალახი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 999 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი, კომპანიამ „გრინსერვისი+” შეასრულა.