ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, აჭარის მსგავსად, საველე კარვების დადგმა არ იგეგმება.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საველე კარვების დადგმის საჭიროება არ გაგვაჩნია. აჭარის რეგიონში, კარვების დადგმა ტურისტების მაღალი რიცხვიდან გამომდინარე დაიგეგმა, რათა მათ ჰქონოდათ ტესტებთან თავისუფალი წვდომა. თბილისის მასშტაბით ეს შესაძლებლობები გვაქვს ამბულატორიებსა და „ცხელების ცენტრებში“, აქედან გამომდინარე მსგავსი ღონისძიება თბილისში არ იგეგმება", -...
შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1 500-მდე ბაღზე გასცა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დასრულდა საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმება და მსგავსი დაწესებულებების მზადყოფნა მაქსიმალურია.
„შრომის ინსპექცია ამოწმებდა ბაღებს, დღეის მდგომარეობით 1 500-მდე ბაღია შემოწმებული და მათ მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული, რაც ნიშნავს, რომ დღეს...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთო ჯამში, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულვებელყოფის ერთი შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი შემთხვევა, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის პარტიის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.
როგორც საია-ში აღნიშნავენ, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების...
წინა სტატია
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.
„მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი ვუსურვო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან შეხვედრები გარე სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ, - ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოგეხსენებათ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იყოს ხშირი შეხვედრები, გარე სივრცეში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. ამით უფრო მეტი პრევენცია...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მოხდება აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანამ სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად არ შემცირდება, აჭარაში შეზღუდვების მოხსნა რეკომენდირებული არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდავი ღონისძებების ამ ეტაპზე მოხსნა, რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება.
როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის თბილისში დამატებითი შეზღუდვების დაწესების კონკრეტული საფუძველი არაა.
„ამ ეტაპისთვის კონკრეტულად საფუძველი არ გვაქვს ამისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება - პირბადეების გამოყენებაა და...
თბილისში, ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს. თავდასხმა კვირას ღამით მოხდა. ფოტოები ლევან ქართველიშვილმა FACEBOOK-ზე გაავრცელა. მისი ინფორმაციით, თავდამსხმელები მას აგინებდნენ და ცემის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდნენ.
ქართველიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაესხა თავს. როგორც ის ამბობს, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა 5-ნომრიანი მაისური დაინახეს, აგრესიულები გახდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. როგორც...
ქალაქ თელავში დაგეგმილ წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სატენდერო წინადადებები 20 ნოემბერს გაიხსნება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ თელავის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 8.5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
მათი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით. დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია...
"გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის(ჩელე) ყურუა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, მამამისის მიმართ მუქარა განხორციელდა. მოგვიანებით კი, ფოთის მერიამ მამამისს სამშენებლო სამუშოებთან დაკავშირებული ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც ყურუა ამბობს, შემდეგი ეტაპი ალბათ მამამისის დაჭერა იქნება.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2778570992464651&id=100009353338826
კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
გურჯაანის მერიის ცნობით, ცენტრის შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, სადაც პერსონალისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
პროექტი, რაზეც 120 000 ლარამდე დაიხარჯა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.
მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა ქალაქ გურჯაანშიც.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ. ამის მიზეზი სოფელ კოდისწყაროში ქიმიური მასალის გადამამუშავებელი საწარმოა, რომლის მშენებლობაც დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო, ადგილობრივები შიშობენ რომ როდესაც წარმოება დაიწყება, გამონაბოლქვი ონკოლოგიური დაავადებებს გამოიწვევს და მოსავლიანობაც შემცირდება. მათ ამის დასტურად დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობაც მოჰყავთ, დოკუმენტებში წერია რომ აღნიშნულ სოფელში...
შემდეგი სტატია
"ლეიბორისტული პარტია" "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალქი ავრცელებს.
როგორც პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სამსონ გუგავა ამბობს, ცესკო-ს მონაცემებით, 400 ამომრჩეველი ქუთაისში არარეალურ მისამართზეა რეგისტრირებული, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლება ამ გზით არჩევნების გაყალბებას ცდილობს.
"იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად არჩევნების გაყალბების გზების ძიება დაიწყო. გადამოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მისამართები, რომლებიც რეალურად არ...
"ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ბიუჯეტის ფლანგვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
გიგა შუშანიას თქმით, მერია ქუთაისელებს მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას დაჰპირდა, მაგრამ ავტოპარკი ამ დრომდე არ აშენებულა, ადმინისტრაციულ ხარჯებში კი ასი ათასობით ლარი იფლანგება.
"თქვენ ხედავთ ავტოპარკის დაუსრულებელ შენობას, სადაც ქართული ოცნების აქტივისტები არიან დასაქმებულნი და მათ შესანახად 200 ათასი ლარი იხარჯება. შენობა ჯერ არ აშენებულა...
ხელისუფლებაში ”ქართული ოცნების" დარჩენა ან ”ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, მარნეულის მოვლენებს თბილისშიც გამოიწვევს, - აღნიშნული განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ ვაზისუბანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
კუკავას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “იზრდება ქვეყნის კატასტროფისა და ამავე დროს ქვეყნის გადარჩენის შანსი“.
მისივე თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები “ქვის სროლის პოლიტიკას” დღემდე ვერ გასცდნენ.
“ორივე ძალა დეკლარირებს, რომ პროევროპული მიმართულების ძალებს განეკუთვნება, მაგრამ მოდით შედეგებით...
"მთავარის" გადაცემაში "მთავარი დებატები" ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ თუ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის მხრიდან დაფიქსირდება მიკერძოებულობა ან რაიმე გადაცდომა, რეაგირება აუცილებლად იქნება.
ეს განცხადება ჟვანიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, რამდენად იქნება მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთი წევრი, რომელიც წინა წლებში ამა თუ იმ პარტიის კოორდინატორი იყო და თუ დამდგარა ამ დრომდე კონკრეტულად საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წევრის პასუხისმგებლობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































