ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მოიხსნება აჭარაში დაწესებული შეზღუდვები

338

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მოხდება აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანამ სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად არ შემცირდება, აჭარაში შეზღუდვების მოხსნა რეკომენდირებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდავი ღონისძებების ამ ეტაპზე მოხსნა, რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. სანამ გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია და სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში არ გვექნება სტაბილურად შედარებით მცირე რაოდნობა, მანამდე ამ შემზღუდავი ღონისძიებების მოხსნა არაა რეკომენდირებულია“,- განაცხადა გამყრელიძემ.