“ლელოს” იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანი მიროტაძემ და ანა ბიბილაშვილმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას “ლელოს” ხედვა - შესთავაზება მაღაროელებს გააცნეს. “ლელოს” გადაწყვეტილებით მძიმე მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებს, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, პენსია  გაუორმაგდებათ და 440 ლარი იქნება. აღნიშნულ რეგულაციას კანონი განსაზღვრავს, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება საკანონმდებლო ორგანოში. საჩხერე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანი მიროტაძის თქმით, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დასრულდება ის უსამართლობა, რომელიც...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის და ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით,ტელეკომპანია იმედი უკვე ორი კვირაა "ევროპული საქართველოს" რეკლამას ეთერში არ უშვებს, სადაც წარმოჩენილია ორი მკაფიო გზავნილი, რომ პარტია "ქართულ ოცნებას" არც ერთ სიტუაციაში კოალიციას არ შეუკრავს და მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ტაბულა წერს.  ბოკერიას თქმით, ეს ფაქტი ტელეკომპანია იმედის მხრიდან კანონის დარღვევაა. "უკვე ორი კვირაა ტელეკომპანია...
12 ოქტომბერს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას რიგით მეოცე – გედსამანიის საბავშვო ბაღი შეემატა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  საბავშვო ბაღი 14 აღსაზრდელისთვის გედსამანიის სკოლის შენობაში მოეწყო. გასულ სასწავლო წელს აქ სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის ამოქმედება მათი ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტი სოფელში ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებას ხელს შეუწყობს. გედსამანიელებს საბავშვო ბაღის გახსნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების...
video
"სტრატეგია აღმაშენებლის” ხონის რაიონულ ოფისთან უცნობმა პირებმა გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. ინფორმაციას მეგატვ ავრცელებს.  გია თევდორაძე მომხდარში "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებს. მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" აგებს და ცივილური მეთოდების სანაცვლოდ გამარჯვებისათვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. "ქართულ ოცნებაში" ბრალდებებს უარყოფენ. როგორც მეგატვ-ს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი...
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის მონაცემები და ის, თუ რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს და რომელ პარტიას აძლევს ხმას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და მაია კაციტაძემ „ევროპული სქართველოს“ ქუთაისის ოფისში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გიორგი კანდელაკის თქმით, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ხმას მაინც არ...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის (გურიანთის თემი) მოსახლეობამ ურეკი-ოზურგეთის საავტომობილო მაგისტრალი პროტესტის მიზნით დღეს დილით გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისაგან სოფელში წყლისა და გზის პრობლემის მოგვარებას მოითხოვდნენ. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. „აგერ ნასაკირალში, ყველაფერი კეთდება, რატომ იცით? იმიტომ რომ იქ „ნაციონალებმა“ გაიმარჯვეს, ჩვენთან კი არაფერი, იმიტომ რომ აქ „ოცნებამ“ გაიმარჯვა,“ – ცხარობდა აქციაზე მისული ერთერთი ქალბატონი. მას სიტყვა აქციის მეორე მონაწილემც დაადევნა: „გუშინ...
video
წინა სტატია ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იმ მერების სიაშია, რომელმაც თავი ამომრჩეველს ნეპოტიზმით დაამახსოვრა. ანუ, ვარდმანიძემ მერიაში, მეგობრებსა და ნათესავებს განსაკუთრებული პრივილეგიები, მათი დამსახურებისდა მიუხედავად მიანიჭა. ნათესაობით დასაქმებულთა სია საკმაოდ ვრცელია. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნათესაობა მთავარი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც მერმა ა(ა)იპი „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ხელმძღვანელად ჯუმბერ ბოლქვაძე შეარჩია. თანამდებობაზე 4 წლის წინ დაინიშნა, თუმცა, რა დამსახურებისთვის -...
საპროტესტო აქცია შუახევში. სოფელ ბუთურაულის მოსახლეობა წლების წინ დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიურ შესწავლასა და განსახლებას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სოფელში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე 25 ათასლარიანი კომპენსაცია არასამართლიანად გაანაწილა. შუახევის მერიაში სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს და განმარტება წერილობით მოგვაწოდეს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოფელ ბუთურაულში გეოლოგებმა შეისწავლეს ყველა ოჯახი, ზოგიერთი კი განმეორებითაც. ამასთან, 22 ოჯახი დაკმაყოფილდა 25 000...
"ოცნებამ" საარჩვენოდ მაქინაციების ყველა გამოცდილი ხერხი აამუშავა - ოპოზიციამ გადასატანი ყუთების სიებში ისეთი პირები აღმოჩინა, რომლებსაც საარჩვენო უბანზე მისვლის პრობლემა არ აქვთ. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი არხი ავრცელებს.  მედიის ცნობით, ისნის რაიონის 46-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომრის მოადგილეს არ აქვს პასუხი კითხვებზე, რომლებიც გადასატანი ყუთის სიებში აღმოჩენილ დარღვევებს ეხება. ირკვევა, რომ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილია ემიგრანტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართყველოში...
ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ძალიან მძიმე შრომა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დავუბრუნოთ და გვქონდეს დადებითი ნიშნული, ეკონომიკის ზრდის, ასევე სამუშო ადგილების შექმნის, როგორიც ამ გლობალურ გამოწვევამდე გვქონდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. ინვესტიციებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას მან ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ამ ადამიანებისგან საპასუხიმგებლო წინადადებებისა და ქმედებების მოლოდინი არ უნდა გქონდეს“. „ძალიან მარტივა...
ოზურგეთის სოფელ ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულებულია და მოსახლეობა 30-წლიანი უწყლობის შემდეგ, 24-საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი გიგა მანდარია თავის მოადგილე ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად ანასეულში შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდი ანასეულის წყალმომარაგების მშენებლობას. წყალმომარაგების კომპანიამ ვალდებულება აიღო ამ დასახლების სტაბილურ წყალმომარაგებაზე. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაგვესრულებინა, თუმცა, შევძელით და...
დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. მათივე ცნობით, პროექტირებას შპს „არტ სტუდიო პროექტი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 950 000 ლარია. მერიაში ირწმუნებიან, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად შენარჩუნდება....
დღეს, როდესაც ინფიცირების სერიოზული მატება გვაქვს, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეშიც, სადაც ვერ ვიცავთ 2-მეტრიან დისტანციას. თუმცა მე მაინც მოგიწოდებდით, რომ ამ ცივ პერიოდში ღია სივრცეშიც ატარეთ ყველამ პირბადე, - ამის შესახებ საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „გუშინ ამოვიღე ახალი მონაცემები ყველაზე უფრო გავლენიანი და ავტორიტეტული ჟურნალებიდან...
„ლელომ“ პროგრამა - „ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი“ წარადგინა. ღონისძიება პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ლელოს“ პროგრამა ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებით. „ლელოს“ ინფორმაციით, წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოში ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ “ლელოს” გუნდი ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს და...
ბორჯომში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა. „პროექტის ფარგლებში, შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები, ასევე, გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები, შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი; მოწესრიგდა გათბობის სისტემა და ელექტროგაყვანილობა, მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. უახლოეს პერიოდში შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება, რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ფუნქციონირებას დაიწყებს. ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის...
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 527 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო: დამონტაჟდა 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები. მათი ინფორმაციით, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ