"ნეტგაზეთი" ავტორი: ზურა მენაღარიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. პარტიების ნაწილმა საზოგადოებას საკუთარი ხედვები უკვე გააცნო, ნაწილი კი საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას დღედღეზე გეგმავს. რას ფიქრობენ ქართული პოლიტიკური პარტიები თვითმმართველობის რეფორმაზე – რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად ითვლება წინასაარჩევნოდ – და რამდენად შეესაბამება მათი ხედვები რეალურ გამოწვევებს?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნეტგაზეთმა შეისწავლა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და ესაუბრა მათ წარმომადგენლებს. რას ამბობენ პარტიები? დამოუკიდებლობის...
რეგიონებში მოსახლეობის გაუმჯობესებული წყალმომრაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, კომპანიამ კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. როგორც ისინი აღნიშნავენ, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. „კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რეგიონში საგრძნობლად შემცირებულია წყლის დებიტი, რის შედეგად მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. გარდა ამისა, დაზიანებულია მილები და ხშირია წყლის დანაკარგები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების...
საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილმა თანამდებობები დატოვა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ეს უკავშირდება უფლებამოსილების 6 წლიანი ვადის ამოწურვას. "პროცესი, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, ზუგდიდში მიმდინარე კვირას დაიწყო. ჩვენ გვყავს 29 არჩეული დირექტორი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება. მათი ნაწილი რჩება მოვალეობის შემსრულებლად, ან პედაგოგად", - უთხრა "ლაივპრესს" კახა ფარცვანიამ. როდის...
ოზურგეთის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში 200მდე აღსაზღრდელი მოიწამლა. ინფორმაცია ტვ პირველს ბაღების გაერთიანებაში უკვე დაუდასტურეს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის გაერთიანებაში 83 შეტყობინებაა შესული. როგორც ცნობილია ამ წუთებში ბაღებს სურსათის უვნებლობის სამსახური ამოწმებს. სიტუაციის გარკვევაში ჩართულია ეპიდემიოლოგებიც. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბავშვების ინტოკსიკაციის მიზეზი
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და N49 კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამივე კორპუსთან ასფალტის საფარი იგება, ასევე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. ამ კორპუსებში პირველ ეტაპზე შევცვალეთ მოძველებული ქსელები...
8 თვის შემდეგ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი პენსიონერებისთვის და სოციალური შეღავათების მიმღებთათვის გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ე.წ. საზღვარი 16 ოქტომბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეგიდით  კვირაში სამჯერ შეძლებენ - ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვარი მიმდინარე წლის 14 მარტს დაიხურა.
„ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კოვიდ 19 დაუდასტრუდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს,...
პარტია "ევროპული საქართველო" საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. სერგი კაპანაძის თქმით, საავტომობილო მსვლელობა 21 ოქტომბერს გაიმართება. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ. ისინი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართებიან. "ოთხშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვგეგმავთ ყველა ქალაქში მასობრივ საავტომობილო აქციას, შეგვიძლია ვთქვათ კოდური სახელწოდებით - დაუპიპინე ბიძინას. ბევრი ადამიანის შეკრება ერთ სივრცეში ჰქმნის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ ამის უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, მხოლოდ ავტომობილებით და სიგნალის მიცემა...
წინა სტატია შემდეგი სტატია შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ. დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის აქციას დივერსიულ აქტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იქ 1 500 ადამიანი იყო მისული. "ჩვენ ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. კობახიძის თქმით, მისი პარტია 30-ათასიანი აქციის მოწყობის ცდუნებას უძლებს. "როცა ჩვენ გვაქვს ის ცდუნება, რომ 30 ათასი კაცი შევკრიბოთ და ამას არ ვაკეთებთ და ისინი 1 500-კაციანს...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. "კონსტიტუციით არის დადგენილი აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად ნაცმოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ",- ამბობს კობახიძე იმედის ეთერში. როგორც კობახიძე განმარტავს, 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც "მაშინდელი ხელისუფლების ყველა დანაშაულია გაერთიანებული". მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას დანაშაული ჩადენილი აქვს სახელმწიფოსა და...
"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძეა. მთლიანი სია კი ასე გამოიყურება: ნინო ბურჯანაძე; გრიგოლ ბარამიძე; ანზორ ბიწაძე; ოთარ თავართქილაძე; ბესო დანელია; თამარ ზურაშვილი; მამუკა აჩბა; ბექა პეტრიაშვილი; მაია ხრიკაძე; ვანო მაჭარაშვილი; დავით ეხვაია; ქეთევან ზაქარეიშვილი; აკაკი კიკვაძე; დავით წერეთელი; მაია პაჭკორია; ნიკა პეტრიაშვილი; ალექსი ჩხიკვაძე; ელენე იაშვილი; ხვიჩა გამარჯობაძე; მარინა მუსხელიშვილი. საქართველოში 2020...
შემდეგი სტატია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ. დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს. „წუხელ, ღამის 03:15 საათზე, როდესაც რამდენიმე წუთით ადრე სამუშაო შტაბი დავტოვეთ, რომელიც ქეთევან დედოფლის №13-ში მდებარეობს, შუქი ჩაქრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო,...
"ქართულმა ოცნებამ" არ იცის ქვეყნის მართვის პრინციპი, არ იცის მენეჯმენტი და ამიტომ გაექცა პანდემია ამ მასშტაბით, - ამის შესახებ "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან იციან, რომ აგებენ. რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ შედეგს, კობერიძის თქმით, ქვეყანა იმკის იმ შედეგს, რაც "ქართული ოცნების" უუნარობამ, მენეჯმენტისა და ქვეყნის მართვის არცოდნამ, კორუფციამ...
უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ. „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“,- აღნიშნულია...
დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც დენდროლოგიურ პარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ან მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრებს ხედავდა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაა. კაპანაძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია იმაზე, როგორ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ