ელემენტარული მოთხოვნაა აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ეს ხომ რთული არ არის ან ელემენტარულად სთხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას გამოეხმაურა. გახარიას თქმით, მხოლოდ ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა არსებული ვითარების მიმართ, ვერაფერს შეცვლის, თუ მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამაში წვლილი არ შეიტანეს.
„როდესაც ვამბობთ,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს - 31 ოქტომბერს ამომრჩევლების ამ კატეგორიას გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ, ბრიფინგზე თქვა.
მიქელაძის თქმით, ცესკო მომსახურების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.
"საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს.
მისივე განცხადებით, პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარად მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დაეთესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია....
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. ყველანი ვხედავთ,...
ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია იცვლება და ეს არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და...
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ. - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, სწავლის პერიოდში ტრანსპორტირების ხარჯები სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2020 წლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს დაუფინანსდებათ. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და...
ხვალიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც თანამედროვე ტიპის ელექტროავტობუსები იმოძრავებს. პირველ ეტაპზე, ხაზზე 5 ავტობუსი გავა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სულ 8 ერთეული ელექტროავტობუსი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 4 მილიონ ევრომდეა.
"ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს. ეს არის ელექტროავტობუსების შემადგენლობა, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით არის შეძენილი. ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ქალაქის ავტო სატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად განახლება, პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა. ეს არის თანამედროვე სერვისით აღჭურვილი...
შემდეგი სტატია
კლინიკებში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებისა და იზოლაციაში მყოფი პირების ხმებს ცესკო არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლის.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.
„სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება...
ირაკლი აბესაძე: პრაქტიკად იქცა, რომ „ქართული ოცნების“ დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკურ პარტიორობაში მყოფი პირების კომპანიები უკანონო გარიგებების ხარჯზე ფინანსდება.
აბესაძე აღნიშნავს, რომ ხდება უკანონო ფულის ბრუნვა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, რადგან პირებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, "ქართული ოცნებისთვის" საკმაოდ დიდი შემოწირულობები უფიქსირდებათ.
„პრაქტიკად იქცა, რომ "ქართული ოცნების" დაფინანსების მთავარი წყარო, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ რეალურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვადასხვა უკანონო გარიგების ხარჯზე ფინანსდებიან კერძო კომპანიები და...
პოლიტიკური მოძრაობის "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას " ლიდერმა დღეს თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:
1. ისანი - დავით ჭიჭინაძე ; 2. ნაძალადევი - ლია მუხაშავრია ; 3. დიდუბე -ჩუღურეთი - მიხეილ ქავთარაძე; 4. მთაწმინდა - კრწანისი - კობა ამირხანაშვილი; 5. ზურაბ ნიჟარაძე - საბურთალო; 6. სამგორი - ვაჟა ჟვანია; 7....
საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე „თავისუფალი საქართველო“ „ლელოს“ დებატებში იწევს.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატმა, როინ ხიჯაკაძემ განცხადა, ლელოს“ შემადგენლობაში ვალერი გრიგალშვილი გაწევრიანდა, რომელიც თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი იყო.
„გაუგებარია „ლელოს“ წევრების განცხადებები, როდესაც ისინი ერთი მხრივ სასამართლო რეფორმებზე და მურუსიძე-შოთაძის ამ სისტემიდან გაშვებაზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ, გრიგალაშვილი ჰყავთ საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზაციაში...
პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილს არ დაუშლია არცერთ ეტაპზე - პარტია დაშალა მიხეილ სააკაშვილმა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს ახალი მიშა ვერ შესთავაზა და სთავაზობს ისევ ძველს, ოღონდ უფრო გაბოროტებულს.
“ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის გამო არ გაყოფილა. ეს ჩემი პარტია აღარ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ამ 7 წლის მანძილზე ახალი ფუნქციით, ახალი ხედვით, ახალი იდეებით...
“ევროპული საქართველო” სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება იმ დირექტორებთან, რომლებსაც სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, თუ რას აკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ დირექტორების ნაწილს ამოეწურა დირექტორობის ვადა. ვადაამოწურული დირექტორების გადანიშვნა მოხდა შერჩევითად. თბილისში 110 დირექტორიდან...
აბაშიდან დაიწყება სამეგრელოს კიდევ უფრო აგრარული გაძლიერება, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ აბაშაში წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მოწერელიამ აღნიშნა, აბაშაში ჩამოყალიბდება ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები.
"აბაშა გამორჩეული მუნიციპალიტეტია ჩვენს ლამაზ მხარეში. პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რაც უახლოეს 4 წელიწადში განხორციელდება აბაშაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ წლებში როგორ გამშვენიერდა აბაშის ცენტრი...
დღეიდან, 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგა მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.
"ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი, განსაკუთრებით, ეს მედიაშიც შევნიშნეთ, - ამის შეახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან უპასუხა კითხვაზე, მთავრობის, ოპოზიციის, საელჩოების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რა არის ძირითადი შეშფოთების საგანი და რამდენად პოლარიზებულია მათი შეხედულებები.
„ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი, განსაკუთრებით, ეს მედიაშიც შევნიშნეთ. საუბრებში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































