საარჩევნო კლიპები: https://www.youtube.com/playlist?list=PLICdcL_o5jRJEwfv6qstbCeoUa2Gs7J7Y საარჩევნო პლაკატები:
სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა განუცხადა. მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ცდილობს, თავისი პროვოკაციული ქმედებებით წინასაარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენოს, ხელისუფლება თავი სიმაღლეზე იქნება და საერთაშორისო დამკვირვებლების მოერ პოზიტიური შეფასებები დაიწერება. “ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. მისასალებელია, რომ მსოფლიოში პანდემიის მხრივ არსებული მდგომარეობის მიუხედავად,...
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: საარჩევნო სუბიექტის - „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - საარჩევნო პროგრამა "მარშალის გეგმა"
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. მუზეუმი ორი დღის წინ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში მნახველს უსასყიდლოდ უმასპინძლებს.  მუზეუმის შენობა და იქ გამოფენილი ექსპოზიცია მაია ცქიტიშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა დაათვალიერეს.  „სამუზეუმო ექსპონატებთან ერთად აქ გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ლაბორატორია, სადაც სპეციალისტებს საშაუალება ექნებათ ჩაატარონ ყველა საჭირო კვლევა. აქამდე ვანში აღმოჩენილი სიძველეების გამოსაკვლევად ექსპონატების ქვეყნის...
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: საარჩევნო სუბიექტის – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - საარჩევნო პროგრამა
„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. როგორც ვაშაძემ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას განაცხადა, ოპოზიცია გამარჯვებისთანავე დაასრულებს „ქართული ოცნების“ „უმსგავსობას“ და ხელისუფლების პრიორიტეტად მოქალაქეების ჯანდაცვას აქცევს. „შეკითხვა მაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ზღურბლზე - „ქართულ ოცნებას“ ქართული ოჯახების ჯანდაცვა ადარდებს? მათი ვითომ რეფორმის შედეგია, რომ ჩვენი მოქალაქეების 2/3 აფთიაქზე მუშაობს, მედიკამენტების ფასი მსოფლიო რეკორდებს ხსნის, სამკურნალო დაწესებულებები, განსაკუთრებით ის დაწესებულებები,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ