კახიანი: საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი სპექტრი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის იქნებიან ეუთო/ოდირის დამკვირვებლები

596

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, – ამის თაობაზე ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ცდილობს, თავისი პროვოკაციული ქმედებებით წინასაარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენოს, ხელისუფლება თავი სიმაღლეზე იქნება და საერთაშორისო დამკვირვებლების მოერ პოზიტიური შეფასებები დაიწერება.

“ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. მისასალებელია, რომ მსოფლიოში პანდემიის მხრივ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი სპექტრი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის იქნებიან ეუთო/ოდირის დამკვირვებლები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.