საქართველოს კანონი "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ", რომელიც პარლამენტმა 2022 წლის 16 ნოემბერს მიიღო, 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის დაარსება უკავშირდება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებასა და განვითარებაში და, ზოგადად, ქვეყნის გარემოს დაცვაში ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის დაფასებას.
სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საერთო ფართობი 13 273...
მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 8 უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მიწის ნაკვეთების განკარგვა ელექტრონული აუქციონის შედეგად მოხდა. აუქციონები საწყისი საპრივატიზაციო ღირებულებით 32 140 000 ლარით გამოცხადდა, საბოლოო ვაჭრობის შედეგად კი 42 875 000 ლარი დაფიქსირდა.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ქონების შემძენმა პირებმა ჯამში 120 000 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა...
წინა სტატია
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ "გოცირიძის" რეაბილიტაციაში ჩართულ კომპანიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შპს "მამისონმა" შემდეგ ტენდერებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლოს. მისი თქმითვე, რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები თავად მერიამ უნდა გამოასწოროს, ხოლო, დახარჯული თანხები სასამართლოს გზით შპს "მამისონისგან" ამოიღოს.
მერის განცხადებას კომპანია "მამისონის" გენერალური დირექტორი დავით ხიდეშელი bm.ge-სთან პასუხობს. მისი...
სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას 2023 წელსაც გააგრძელებს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მომავლ წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომელიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მილიონ ლარს აღემატება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილოება მიიღონ სოფლის განვითარების...
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი
საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საახალწლო სოფელი 23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და ყველას ექნება შესაძლებლობა ნამდვილ დღესასწაულს დაესწროს.
"საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ...
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 21 დეკემბრის 15:00 საათიდან მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კაჩაგანის და კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მახარატ ალახვერდიევმა ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
რადიო "მარნეულთან" საუბრისას მახარატ ალახვერდიევმა განაცხადა, რომ ის კვლავ რჩება საკრებულოში.
"ფრაქცია დავტოვე, მაგრამ საკრებულოში კვლავ ვრჩები. ჯერ არ ვიცი პარტია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ თუ არა", - აცხადებს მახარატ ალახვერდიევი
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კაჩაგანის და კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულებში არ ამბობს, თუ რატომ მიიღო...
ქუთაისში ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 055 770 ლარია.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაზე მუნიციპალიტეტმა 75 000 ლარის ტენდერი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: კვლევითი სამუშაოების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
"ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს; დედაქალაქში ინტენსიურად მოწმდება სპორტის სასახლისა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას...
დედაქალაქის მერია თბილისის ბაგა-ბაღებში გამწვანების პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი საბავშვო ბაღების ეზოების ახალი ნარგავებით შევსებას ითვალისწინებს. სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება, საიდანაც ეს პროექტი დაიწყება, N169 ბაგა-ბაღია.
"წლის ბოლოს კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვიწყებთ. ეს არის "გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები", რომელიც საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივა იყო და...
ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას 2 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.
"ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "მამისონთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა, კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო, სადგური ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.
"მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც გამოსასწორებელია. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ...
2022 წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის, დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. კერძოდ, 8 მილიონი ლარი დაიხარჯა წყალმომარაგების პროექტებზე. ასევე, განხორციელდა ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.
ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის...
2022 წელს ქვემო ქართლის რეგიონში 22 პროექტი მიმდინარეობდა, რომელთა საერთო ღირებულება 114.3 მილიონი ლარია. აქედან 11 პროექტი უკვე დასრულდა. რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 2 ხიდის რეაბილიტაცია, 1 ნაპირსამაგრი და 1 სტიქიის პრევენციისა და ლიკვიდაციის პროექტი.
მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს, თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის 5.4 კილომეტრიან მონაკვეთს, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო...
ხულოს მუნიციპალიტეტისთვის სახელის შეცვლას მოითხოვს ათასზე მეტი ადგილობრივი. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
საკუთარი ხელმოწერებით საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია საკრებულოში უკვე შეიტანა. მოთხოვნის მიხედვით მუნიციპალიტეტს ხულოს ნაცვლად ისტორიული სახელი „დიდ-აჭარა“ უნდა დაუბრუნდეს. სახელის შეცვლა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ცენტრის სახელდების ცვლილებას. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა გამოიტანოს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































