წინა სტატია
საბავშვო ბაღების მშენებლობა; მათი ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებისთვის; ბაღებში აღმზრდელების გადამზადება, რათა ბავშვს მიეწოდოს შესაბამისი, მასზე მორგებული მხარდაჭერა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ინკლუზიური განათლების პრინციპებს; ადაპტირებული მოსაცდელები; ხმოვანი შუქნიშნები; სამედიცინო სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსება შშმ პირებისთვის; ახალგაზრდული ცენტრების შექმნა, დასაქმების ფორუმის გამართვა და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში... - ეს იმ საჭიროებების და, შესაბამისად,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩხოუშსა და ოდიშში სკვერი მოეწყო; ოდიშში, კ.გამსახურდიას ქუჩაზე და ვაჩნაძის I, II, III ჩიხებში გარე განათება მოეწყო; ასევე, გარე განათება მოეწყო კორცხელშიც; ჭკადუაშში, ზედა სამანიოსა და ზედა სანაჭყებიოში მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს; მოსაცდელი ეწყობა ჯიხაშკარშიც.
ბაშსა და ჩოუშში კი საბავშვო ბაღის...
შპს "თბილისი ენერჯის" სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს "ვარკეთილაირის", შპს "ინტერ გაზის", შპს "გასკო +"-ის, შპს "ეს ჯი გაზ კომპანიის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.
"დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის...
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი 67 მილიონით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 13 მილიონი ლარით მეტია.
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტს კენჭისყრაში მონაწილე 23 წევრიდან 21-მა დაუჭირა მხარი, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია "გახარია გორისთვის" ორმა წევრმა, საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და კამათის...
თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბანერი გაშალეს წარწერით, Free Misha. სიტყვიერი დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს მოჰყვა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და საკრებულოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ.
"მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. უზრდელი ხართ და არ მოგეცემათ უფლება, რომ ისაუბროთ", - მიმართა ოთარ...
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ იგი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ.
დაპირისპირება დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოდ ოპოზიციამ...
დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებით განხორციელდა საჭირო ცვლილებები. აღინიშნა, რომ წყალტუბოს ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელდება, დაემატება ახალი სოციალური პროგრამები, რაც საკურორტო და ტურისტული...
რუსთავის მერია, ძველ კორპუსებზე სამშენებლო ჩარევის ნებართვებს აღარ გასცემს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე შეიქმნა.
„იმის მიუხედავად, რომ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, უკვე გამკაცრებული გვქონდა მიდგომები, მიმდინარე საკითხები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით იქნება განხილული. ამასთან მივიღეთ გადაწყვეტილება და ძველ კორპუსებში მოსახლეობის მხრიდან სამშენებლო ჩარევის ახალი...
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, 2022 წელს დაწყებულ და შესრულებულ პროექტებზე, ასევე, 2023 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ მიმართულებებზე მერიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„მსურს მოგაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, რომელზეც მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ველით საკრებულოს მხარდაჭერას მის დასამტკიცებლად.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ შევასრულეთ დაპირება ოზურგეთისთვის მეტი ბიუჯეტის და დაფინანსების მოზიდვაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს...
სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე 24-25 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლის...
თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები.
კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. ყოველდღიურად დაგეგმილია არაერთი გასართობი სადღესასწაულო პროგრამა თუ კონცერტი.
მომავალი წლიდან ვგეგმავთ ოზურგეთში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალბატონებისთვის მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი) თანადაფინანსებას, ეს პროგრამა მკვეთრად დაეხმარება ქალბატონებს დაავადებასთან ბრძოლაში და აგრძნობინეს მათ რომ კიბო განაჩენი არ არის და ისინი მარტო არ არიან. წყალმომარაგების სისტემების და შიდა გზების კეთილმოწყობისთვის დავხარჯავთ 3 000 000 ლარზე მეტს. უპატრონო ცხოველების მოვლისთვის დავხარჯავთ 90,000 ლარს. სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის დავხარჯავთ 500...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2023 წლის ბიუჯეტი 1 790 000 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 18,6%-ით მეტია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას. ამისთვის ცენტრი ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობას.
"ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება...
გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
"მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 97 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 22 მისამართზე მოეწყო; რაიონს 10 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის...
წინა სტატია
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთაველის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, 9 ოჯახი - 26 ადამიანი მერიამ სასტუმროში გადაიყვანა, ნაწილი კი ახლობლებთან განთავსდა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, კორპუსი ავარიული იყო და გამაგრებითი სამუშაოები მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი პროექტით მიმდინარეობდა.
"კორპუსზე რუსთავის მერია გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებდა, რაც იყო მოსახლეობის მხრიდან მომართვა. კორპუსი იყო ავარიული, გამაგრება პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული კორპუსიდან 9...
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებული ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. რუსთავის მერის განცხადებით, კორპუსის იმ ნაწილს, რომელიც ჩამოინგრა გამაგრებითი სამუშაოები უტარდებოდა და მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გაყვანილი იყო.
„აღნიშნულ კორპუსს უტარდებოდა გამაგრებითი სამუშაო. ის ნაწილი, რომელიც ჩამონგრეულია, ყველაზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































