„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყენების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა აბსურდულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონო მოსმენები საქართველოში წარსულში ხდებოდა.
„ეს არის აბსურდული მოთხოვნა, ჩვენ დღემდე ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, შეუძლიათ გააგრძელონ ერთობლივად გვარამია-მელაძემ, გახარიამ, ხოჯევანიშვილმა, კიდევ გამოყარონ დამატებით ინფორმაციები, თუ რაიმე საინტერესოს ვიხილავთ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია...
უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ამ წინასაარჩევნოდ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.
„თქვენ ხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ამ წინა საარჩევნოდ და ძალიან მნიშვნელოვანია...
თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, უნდა მოუსმინოს თუ არა სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მათ შორის დიპლომატებს, კალაძე პასუხობს, რომ "თუ ასე არის საჭირო — კი".
"უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვისზეც მოსასმენია, კანონის ფარგლებში. ყველა ქვეყანაში ეს ასე ხდება, ჩემო მეგობრებო, შესაბამისად, ჩვენი სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვისაც სჭირდება და...
წინა სტატია
ღარიბაშვილს არავინ ეკითხება. თუ რაიმეს თავი ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის გახარიას ხელწერა“.
გიორგი გახარიას თქმით, „ქვეყნის პირველი პირის სახით „ოცნება“ განაცდა“.
„ღარიბაშვილს არავინ ეკითხება. ღარიბაშვილს თუ რაიმეს...
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ნარკოტესტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს იყო დაგეგმილი სპეცღონისძიება.
"მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს — ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით — პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა, ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილ პრემიერს "ეს პრობლემა" ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩნდა. ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ხელს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს და ამბობს, რომ "ეს მაშინ დაიწყო, როდესაც გახარიამ საქმიანობა და ქმედებები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირა".
"არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა...
თბილისის მერია პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მცდარია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა.
„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“ საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი...
ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. "ქართული ოცნების" ლიდერების გამოჩენა ოპოზიციის წევრებმა გააპროტესტეს.
"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უთხრეს, რომ ქუთაისში ჩამოსვლის უფლება არ აქვთ.
ნიკა ნარსიას თქმით, ქალაქი გადათხრილია, ყველა პროექტი გაჩერებულია და ეს "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხა, გრძნობდნენ თუ არა უხერხულობას, მათი პარტიის ლიდერებმა, რომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
ადგილზე...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს და მოუწოდეს კომპანიას, უზრუნველყონ გარე ბილბორდებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.
გამყრელიძის განცხადებით, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას, როდესაც „კოვიდ-19“-ით ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება.
„როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება ამ...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის გუნდი წარადგინეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ევროპული საქართველოს“ რეგიონალურმა მდივანმა, ლაშა დამენიამ ახალციხის და ახალქალაქის მერობის კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი და არსენ კარაპეტიანი წარადგინა, ხოლო ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატებად ბაქარ შირაძე და ფრიდონ ლონდარიძე დაასახელა.
მათი ინფორმაციით, კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრეს და მათ აქტივობისკენ მოუწოდეს.
„რაც არ უნდა იძახოს "ქართულმა ოცნებამ”, რომ არ აპირებს რიგგარეშე...
"გურიის სამოქალაქო ცენტრი" და "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ახორციელებენ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილ პროექტს - "ინფორმირებული არჩევანი", რომლის მიზანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტებს შორის საგნობრივი დისკუსიის წახალისება და ინტერესთა ჯგუფებზე მორგებული წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერაა.
პროექტის გუნდმა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად და მიღებული ინფორმაციის საარჩევნო სუბიექტებისთვის...
ქუთაისის მერიის განცხადებით, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, ქუთაისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, სადაც ტენდენციურადაა წარმოჩენილი ქუთაისში დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესი და ცალმხრივ, დაუზუსტებელ ინფორმაციას აწვდის მოქალაქეებს.
როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნება დაფინანსებული რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლო დავა მფგ-სა და შემსრულებელ კომპანიას შორის, რომელმაც დაარღვია პროექტის ეტაპობრივად წარმოდგენის ვადები....
დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი ქალაქისა და 15 სოფლის - ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, აბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას მოიცავს.
„ამ დროისთვის, ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. გარდა ამისა, სეზონურად დებიტის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისში, 17 სექტემბერს განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა.
როგორც სანტურიანი განმარტავს, გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში იქნება მიღებული.
„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ორი საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში...
ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმში, გოგოლის ქუჩაძე, სადაც 7 მრავალსართულიანი კორპუსი კომპანიამ უნებართვოდ ააშენა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონო მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ცოტახნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციასა და მშენებლობის ზედამხედველებს შორის. გოგოლის ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია.
"სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უნგრევენ საცხოვრებელ სახლებს, როცა უნებართვოდ აქვთ აივანი მიშენებული უნგრევენ და ამ დროს გაურკვეველი ტიპის, გასაიდუმლოებული, ყაზარმული შენობები შენდება...
დღეს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრების - გია აბულაძისთვის, ლევან ანთაძისთვის, ელგუჯა ბაგრატიონისთვის, მედეა ვასაძისთვის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც აღინიშნა, საკითხის განხილვა 2021 წლის საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომების, ნახევარზე მეტი, არასაპატიო მიზეზით გაცდენამ განაპირობა.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































