“სამართლიანმა არჩევნებმა” გორში საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტებზე ცესკო-ში ორი საჩივარი შეიტანა. ორგანიზაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 22 სექტემბერს მიმართა გორის მერიის ორი თანამშრომლის, სოციალური სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძისა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, რამაზ შიოშვილი მიერ სამუშაო საათებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სააგიტაციო მასალების გაზიარების თაობაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსამსახურებიის მიერ სამუშაო საათებში სააგიტაციო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებით...
"ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის საარჩევნო პროგრამა
"ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის, კობა მურადაშვილის საარჩევნო პროგრამა
გორის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა სარემონტო სამუშაოების გამო, აღსაზრდელების მიღება ვერ მოხდება სკრის, კარალეთის N1 და შერთულის საბავშვო ბაღებში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, ამ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის არდადეგები ისევ გაგრძელდება, რადგან პანდემიიდან და კონტიგენტის სიდიდიდან გამომდინარე, მათი სხვა ბაღებში გადანაწილება ვერ მოხდება. დანარჩენ 60 ბაღში სასწავლო პროცესი აქამდე არსებული...
100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, -  ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მერიის განმარტებით, სტუდენტები, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში დაჯილდოვდებიან. სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ინიციატივა ეხება სკოლის 2020 წლის...
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მათი საჩივრის საფუძველზე "ოცნების" მერობის კანდიდატი, გიორგი წიკლაური და N26 საარჩევნო ოლქის N23 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ასევე, სამართალდამრღვევად ცნო ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი და მათ მიმართ  ადმინისტრაციულ სახდელად გაფრთხილება გამოიყენა. საქმე სკოლის მასწავლებლების და სკოლის ჩართულობით აგიტაციას ეხებოდა. "1 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მერობის კანდიდატმა...
ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური გადამზიდავი ტრანსპორტი გადასცა. გარდა ამისა, ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, გვაჩუქეს 72 ლეპტოპი, 20 პლანშეტი, ვაქცინის გადასატანი 200 კონტეინერი, 800 ყინულის პაკეტი და 300 თერმომეტრი. საერთო ჯამში, დახმარებამ 300 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო პაკეტის ნაწილი, რომელიც შედგება 1,5 მილიარდი ლარისგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს, გაუმკლავდეს...
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი 8 არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს, ოპოზიციური მედიით გავრცელებული დეზინფორმაციით დაინტერესდნენ. როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარი არხის გუშინდელი გადაცემა დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია, რამაც ახსნა ე.წ. კრებსების ისტორია, როგორ ხდება რეალური გამონათქვამების აწყობა პრეზენტაციებად და ამის ისე წარმოდგენა, თითქოს ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი. „ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა მედიის კვლევის პრეზენტაცია, სადაც დეზინფორმაციასთან...
აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი. მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და...
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი მასშტაბური პროექტის - ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია და ის უკვე რამდენიმე დღეა ღიაა დამთვალიერებლისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო და ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცენტრალური სკვერისა და დასასვენებელი პარკის სარეაბლიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს...
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას საარჩევნო პროგრამა
პირი, რომელმაც ბანერები გააკრა, ვალდებულია, წარადგინოს დეკლარაცია აუდიტის სამსახურში ან განახორციელოს არაფულადი შემოწირულობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რაც ამ დრომდე არ ფიქსირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ აუდიტის სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დონაძემ „სისხლიანი ბანერების“ შესახებ აუდიტის სამსახურში წერილი შეიტანა. „ევროპული საქართველო“ მიმართავს აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლოს ე.წ. სისხლიანი ბანერების საქმე. აღნიშნული ბილბორდები, რომელიც გაიკრა...
"ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის საარჩევნო პროგრამა
ცესკოს განცხადებას, რომ საქართველოს სხვადსხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ გამოკრული ბანერები, რომლებიც სიძულვილი შინაარსისაა, არ წარმოადგენს დარღვევას, სპეციალური განცხადებით გაერთიანებული ოპოზიციიდან, თამარ კორძაია გამოეხმაურა. კორძაიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სიძულვილის კამპანია მესამე პირის ხელით აწარმოა. "ცესკო მორჩილად ასრულებს "ქართული ოცნების" დავალებებს. ის დანაშაულებრივ გარიგებაშია "ქართულ ოცნებასთან" და სამართლებრივადაც კი იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს შორის გააღვივოს სიძულვილი და მტრობა. ამიტომ გვაქვს...
"ქართული ოცნების" თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის საარჩევნო პროგრამა  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ