ცესკოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პროცესში სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ზესტაფონის და მარნეულის კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა.
„არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.
ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დღეს, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.
„მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა. დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი...
აჭარის რამდენიმე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ასეთი ფაქტი დაფიქსირდა ბათუმში, მე-60 უბანთან, სადაც ავტომანქანებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთაც ხელში საარჩევნო სიები ეჭირათ.
ანალოგიური შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთშიც.
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მელიამ თავის არჩევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება მისთვის მარტივი იყო.
"ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს; ვისაც არ სურს, რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს; ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში,...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა.
„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია და ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“, - აცხადებს კახა...
წინა სტატია
ზუგდიდში, N8-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო - დარღვევები გადასატან ყუთებში ჩაწერილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით გამოვლინდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
N8-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს და უთხრეს რომ ის გადასატანი ყუთის სიაშია. თავად ამომრჩეველი ამბობს, რომ გადასატანი ყუთის მოთხოვნის განცხადება დაწერილი არ ჰქონდა.
დაიწერა საჩივარი, თუმცა მიზეზზე, როგორ და...
10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველს უდრის. რეგიონებიდან ყველა მაღალი აქტივობა - 11,2% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში - 6,1%“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
"გლდანში სისტემურად ხდება ბიულეტენების დაზიანება, ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამის საფუძველზე გაბათილებას" - აცხადებს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, რომელიც გლდანის საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მივიდა
ხოშტარია ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, ამ დაზიანებული ბიულეტენების გაბათილება იგეგემება. ის ოლქის თავმჯდომარეს მიმართავს, აღკვეთოს მსგავსი ფაქტები. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებს დღეს სისტემური ხასიათი აქვს.
ხმაური იყო სენაკის 64-ე ოლქის მე-18 საარჩევნო უბანზე, სადაც გადასატანი ყუთის სიაში ჩაწერილი ამომრჩეველი "ქართული ოცნების" კოორდინატორმა საარჩევნო უბანზე მიიყვანა და ბიულეტენი წინასწარ გადასცა. ფაქტი დამკვირვებელმა შეამჩნია, თუმცა ქალმა საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩაგდება მოასწრო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიციის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ წინასწარ შევსებული ბიულეტენი მას ერთ-ერთმა რეგისტრატორმა გადასცა, რომელიც ოლქის მიერ არჩეული დამოუკიდებელი წევრია. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული დარღვევაა.
ნაზი...
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ადგილობრივებმა განუცხადეს. ხიდი ცალმხრივად დღეს ჩაიკეტა და მოქალაქეებს დღეს დილიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვა არ შეუძლიათ.
„ახლა მოვიყვანე 6 კაცი, ჰესის თანამშრომლები იყვნენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ როგორც გადასვლა, ასევე გადმოსვლა. დღეს ჩაკეტეს. როდის აღდგება არ ვიცი“, - განაცხადა ადგილობრივმა.
არჩევნების დღე, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა. ის თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე იყო მისული, არჩევნების პროცესზე დასაკვირვებლად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღის განმავლობაში თბილისის კიდევ რამდენიმე უბანზე გეგმავს მისვლას.
ამასთანავე, როგორც ალბერტ იონსონმა აღნიშნა, მხოლოდ ეუთო/ოდირიდან ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
„დამკვირვებლების...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა.
„რაც შეეხება „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის...
როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, რომ ეს დღე იქნება დღე, როდესაც დემოკრატია მიაღწევს თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიის ტესტი, რომელიც დამაჯერებლად უნდა ჩააბაროს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„დღეს არის არჩევნების დღე, ეს არის ძალიან განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ყველამ, პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა სიჩუმე უნდა შეინარჩუნონ,...
ქუთაისში საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში უკვე სამი საჩივარია შესული. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, სამივე მათგანი პროცედურული ხასიათისაა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
"ორი საჩივარი იყო ერთი და იგივე შინაარსის. საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ რეგისტრატორები წილისყრის გარეშე განაწილდნენ, თუმცა, ამის უფლება თავმჯდომარეს აქვს. რაც შეეხება მესამე საჩივარს, აქ საუბარია იმაზე, რომ წილისყრის პროცესის განაწილების დროს ფურცლებზე არ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, საიამ ამ დრომდე 6 შემთხვევაზე 8 საჩივარი მოამზადა.
მისივე ინფორმავიით, კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.
რაც შეეხება საჩივრებს, ის შემდეგ დარღვევებზე დაიწერა:
პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































