ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ონში "ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი პირველივე ტურში იმარჯვებს.
ამ დროისთვის ონის 24 უბნიდან დათვლილია 21 უბანი (87.5%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
სერგო ხიდეშელი, "ქართული ოცნება" - 55.41%
იმედა მეშვილდიშვილი, "გახარია ხალხისთვის" - 32.04%
ვაჟა ცეცაძე, "ნაციონალური მორაობა" - 12.55%
განახლება
ონის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, სერგო ხიდეშელი იქნება. 24 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ...
საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საზოგადოებას კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაციას გააცნობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოგაწოდებთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.
საიას შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა კენჭისყრის დღის სხვადასხვა ეტაპზე....
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანმა საქართველომ“ არჩევნების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 21 ოლქის 240 უბანზე 327 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით განახორციელა. ორგანიზაცია სრულად დააკვირდა N4 კრწანისის 31-ე უბანს, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
იმ 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა. გამონაკლისს წარმოადგენდა N22 მარნეულის საარჩევნო ოლქის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ავთანდილ გულიკაშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 86.27%:
ავთანდილ გულიკაშვილი (ქართული ოცნება - N41) - 63.85%
დავითი ჯავახიშვილი (ნაციონალური მოძრაობა - N5) - 29.17%
ეკატერინე ქვლივიძე (ლელო - N9) - 6.98%
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 51 უბნიდან მონაცემები დათვლილია 44 უბნის მიხედვით.
განახლება
საგარეჯოს მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ავთანდილ გულიკაშვილიიქნება. 51 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა.
ჩვენმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეგვატყობინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს.
შედეგები პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ანზორ მელია 47.4%
„ქართული ოცნება“ - მამუკა წოწერია - 40.71%
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 109 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით (11:40), ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.
ამ დროისთვის ფოთის 33 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 19 უბანი (57.58%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
ბექა ვაჭარაძე, "ქართული ოცნება" - 47.58%
გიგი უგულავა, გაერთიანებული ოპოზიცია - 37.73%
გიორგი აბსანიძე, "გახარია ხალხისთვის" - 14.69%.
დიდი ალბათობით, მეორე ტური "ქართული...
ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს - საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა 64-დან 44 საარჩევნო ოლქში მოიგეს და მეორე ტური, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
„საარჩევნო კომისიამ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ცაგერში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ნემსაძესა და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს შორის ჩატარდება.
ცაგერში, 42 უბნიდან 42-ვე დათვლილია.
გიორგი ნემსაძე, "ქართული ოცნება" - 49.34%
ბესარიონ ბენდელიანი, "გახარია საქართველოსთვის" - 35.02%.
მადონა ბენდელიანი, "ნაციონალური მოძრაობა" - 15.63%
ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის 3 743 უბნიდან დათვლილია 2 775, ანუ 74,14%. ამ დროის მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" 47.83% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" 30.69%, გახარიას პარტიას კი 7.48%.
უფრო კონკრეტულად, პირველადი მონაცემებით, პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:
მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 1.31%;
ევროპული საქართველო — 1.75%;
ვადამდელი არჩევნები — ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა — 0,05%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 30.69%;
ევროპელი დემოკრატები...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით (11:12), ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს.
ბათუმში 105 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 38 უბანზე (36.19%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
გიორგი კირთაძე, "ნაციონალური მოძრაობა" - 42.6%
არჩილ ჩიქოვანი, "ქართული ოცნება" - 41.07%
ირაკლი მიქელაძე, "გახარია ხალხისთვის" - 10.54%
განახლება
ბათუმში მეორე ტური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატსა...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით (10:50), რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
ქალაქ რუსთავში 88 საარჩევნო უბნიდან მონაცემები უკვე 54 (61.36%) უბანზეა დათვლილი. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
ნინო ლაცაბიძე, "ქართული ოცნება" - 44.92 %
დავით კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობა" - 43.81%
ბექა ლილუაშვილი, "გახარია ხალხისთვის" - 6.7%
თორნიკე არევაძე - 2.38%
ვაჟა ბახტურიძე - 1.42%
ელგუჟა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით , ქუთაისის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ქუთაისის უბნების 42.74%, რომლის შედეგადაც, ხმები ასე ნაწილდება:
ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 43.84%;
იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნება“ — 41.53%;
გიორგი გოგუაძე, „გახარია — საქართველოსთვის“ — 8.33%;
ანდრო ლოსაბერიძე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლი“ — 4.95%;
ირინა საღინაძე, „თავისუფალი საქართველო“ — 1.35%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გორში "ქართული ოცნების" კანდიდატი, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 58.88%:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ( ქართული ოცნება) - 51.66%
ვასილ მახარაშვილი ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 32.42%
კონსტანტინე ანანიაშვილი ( საქართველოსთვის) - 13.37%
ეთერ ჯალაღანია ( ევროპული საქართველო ) - 2.54%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 48,56 %-მა დაუჭირა.
3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1446 უბნის მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია:
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48,56 %,
„ნაციონალური მოძრაობა“ – 31, 23 %,
„გახარია - საქართველოსთვის“ – 6,87 %,
„ლელო“ – 2, 6 %,
"ევროპული საქართველო" - 1,82;
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1, 27 %,
„შალვა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ინფორმაციით, თბილისში ნიკა მელიასა და კახა კალაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისთვის კახა კალაძეს ხმების 45,4% აქვს მიღებული, ნიკა მელიას კი 34,13%. დათვლილია თბილისის 769 უბნიდან 320 უბნის შედეგები.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































