მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" საჩივარი, 1 საარჩევნო უბნის ხელახლა გადათვლაზე დარეგისტრირდა და მას კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. პეტრე მანტუას თქმით, გაიხსნება თუ არა უბანი და დაითვლიან თუ არა ხმებს ხელახლა, ამას კომისია გადაწყვეტს, ეს არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ჩავატარებთ მოკვლევას. საჩივრის განხილვა მთელ რიგ პროცედურებს მოიცავს. იქ მომჩივანი მხარე, მოპასუხე. გარემოებები...
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" ზუგდიდის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" საზეიმო ვითარებაში გახსნა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. ღონისძიებაზე სტუმრებს ცენტრის სამოქმედო გეგმა გააცნეს. ამასთან, შეკრებილები ინფრასტრუქტურას, სამუშაო პროცესს და ბენეფიციარების საჭიროებებს გაეცნენ. სათემო ცენტრი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ხანდაზმულებზე 24 საათიან ზრუნვას და შინმოვლის სერვისს უზრუნველყოფს. "ჩემი მორდუს" გახსნა დაემთხვა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული. აფხაზეთის...
კონცერტი დამსწრე საზოგადოების გარეშე - თბილისის მერია 2021 წელს მოსახლეობას “თბილისობის” ღონისძიებას დისტანციური სახით შესთავაზებს. შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა 30 სექტემბერს გამოსცა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტს მაყურებელი რომელიმე ტელევიზიის ან facebook-ლაივის მეშვეობით იხილავს. ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯებს თბილისის მერია ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გასწევს, რისთვისაც დედაქალაქის მერიამ მთავრობის ადმინისტრაციისგან შესაბამისი თანხმობა უკვე მიიღო. “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021...
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ექვსი უბნის შედეგები ხელახლა დათვალა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ყველა უბანზე, სადაც კომისიის წევრებმა მიღებული ხმების რაოდენობა გადაამოწმეს, შედეგები შესწორებული იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს შესაბამისი ოქმი არ ჰქონდა. ოქმების გარეშე შეჯამებული შედეგების გადათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ორი ბიულეტენის გაბათილებას არ დაეთანხმა, სადაც კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის არჩევანი არ იკითხებოდა. ხმების გადათვლის შემდეგ...
სამტრედიაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, ოქმებში დისბალანსია. "ბევრი ბიულეტენი, სადაც ჩვენ გვაძლევდნენ ხმას გაბათილებულია", - ამბობს მამუკა ბიბილეიშვილი. ენმ-ის წევრის თქმით, მიღებული შედეგებით სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნულიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. მამუკა ბიბილეიშვილის განმარტებით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 19 საჩივარი აქვთ შეტანილი. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნა...
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ასპინძის N39 საარჩევნო ოლქში არსებული 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა  გაიმარჯვა, ერთში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. ცესკოს მონაცემებით, ასპინძის N39 ოლქში არსებული 23 საარჩევნო უბნიდან ყველა დათვლილია. შედეგების მიხედვით, მომავალი მაჟორიტარი კანდიდატების გადანაწილება, ასეთია: „ქართული ოცნება“ დავით ფართლაძე – 76,46%; ემინ ბალოიან – 100%; გენადი დიასამიძე – 62,97%; გოჩა ყრუაშვილი – 66,19%; ზურაბ მელიქიძე – 56,69%; ოლეგ ზაზაძე – 58,23%; მაია ბუცხრიკიძე – 51,64%; ჯემალ...
ახალქალაქის 14–ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცესკოს ინფორმაციით, N40 ოლქში 70–ვე უბანია დათვლილი. ახალქალაქის ახალი მოწვევის საკრებულო, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი შემდეგი მაჟორიტარებისგან დაკომპლექტდება: კარაპეტ პალოიანი – 78,52%; ჰაკოპ ჩახმახჩიანი – 85,01%; სიპან შიპაკციანი – 71,95%; გრიგორ კარაგებაკიანი – 75,79%; ნაირი მელტონიანი – 78,5%; ალბერტ მანუშიანი – 74,89%; გენადი ელიზბარიანი – 85,08%; არამიას ზაქარიანი – 92,05%; აშოტიკ ეღუნიანი – 79,51%; ჰამლეტ მოვსესიანი – 89,79%; ვაგარშაკ არაქელიანი– 75,95%; გურამი ოქროაძე – 76,58%; გრაჩია მოვსესიანი...
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 750.9 მლნ ლარით არის გაზრდილი და 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებული მაჩვენებლები ასეთია: შემოსავლები - 13 930.2 მლნ ლარი (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 681.1 მლნ ლარით); საგადასახადო შემოსავლები 13 071.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 008.8...
„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ - ამ სათაურით სტატიას National Geographic Traveller Food აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა მილიონობით გამომწერს აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებზე ესაუბრება და მათი მომზადების წესს აცნობს. „ქართული სუფრა უნიკალურია. ეს არის უზომოდ დიდი პროპორციებისა და მრავალფეროვანი კერძების დღესასწაული. ქართული სამზარეულო ძირითადად, ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, საკვების მომზადების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებითა და მაგიდის ტრადიციული განლაგებით, რომელსაც ქართულ სუფრაზე უკეთ არაფერი წარმოაჩენს“, - ნათქვამია...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება დევნილთა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20. „ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, მთელი საქართველოს...
ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ტრისტან მურადაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში, ზველსა და საროში, პირველკლასელები არ ჰყავთ, მხოლოდ ერთი პირველკლასელია სოფელ ორგორაში. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალ სასწავლო წელს ასპინძის საჯარო სკოლებმა ჯამში 136 პირველკლასელი მიიღეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის განმარტებით, წიგნებთან ერთად მოსწავლეებს „ბუკებიც“ გადაეცათ,  კომპიუტერის გარეშე მხოლოდ ოთხი პირველკლასელია დარჩენილი. „ უახლოეს დღეებში ისინიც  მიიღებენ“, – ამბობს ტრისტან მურადაშვილი.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ჭორები და თეორიები განიხილა იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა ექსპრეზიდენტი ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერმა ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც დაასახელა, ბრალდებების გასამყარებლად კი, საკუთარი მოსაზრებები მოიყვანა. ასევე, პრემიერი თქმით, "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა", თუმცა, უცნობია, რას ეყრდნობა პრემიერის მოსაზრებები. ოპოზიციურმა სპექტრმა ღია წერილი შემდეგნაირად...
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. ის ტვიტერზე წერს, რომ კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში დემოკრატიას მხარს დაუჭერს. "ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში სურს. საქართველოში დემოკრატიის დასაცავად მეტის გაკეთება...
სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, უწყება აქტიურად განაგრძობს სამშენებლო სამუშაოებს იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა. „ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური, კორპუსების შიდა გაყვანილობა, დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება...
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში აპირებენ დედაქალაქის მთავრობა დაასახელონ, რომელიც კოალიციური იქნება. მელიას თქმით, კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დაწყებული აქვთ და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან. "უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე წარვდგებით გაერთიანებული ოპოზიცია, დედაქალაქის მერიის მომავალი მთავრობა, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი. ეს უნდა იყოს არჩევნები ქართულ ოცნებას უპირისპირდება ნიკა მელია კი არა...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული გზა მათ გადაადგილების პრობლემას უქმნით. მათივე განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით წვიმიანი ამინდების დროს მწვავდება. “ამ პრობლემას რატომღაც ვერავინ ხედავს. სირცხვილია უკვე ამის ყურება და მშობლებთა დაუსრულებელი ,,ცურვა” რაზეც არავინ წუხდება და არ არის საშველი”,- განაცხადა ადგილობრივმა მაია კოპეშაძემ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ნასყიდაშვილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ