წინა სტატია
თავს ნუ გავირთობთ უპერსპექტივო პროექტებზე მსჯელობით - დედაქალაქის მთავრობის დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი სრული ფარსია, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს აერთიანებს.
სარჯველაძე ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარი წინაპირობა იმისა, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს, არ არსებობს.
„საკრებულოს წევრებს პირადად ვიცნობ და გამოვრიცხავ მათ მიერ „ქართული...
„ლელოს“ ლიდერის და ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტს დატოვებს.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა და განმარტა, რომ პარლამენტის დატოვების შემდეგ „მარშალის გეგმის“ განხორციელებაზე დაიწყებს მუშაობას.
„მე ვტოვებ პარლამენტს და მეორე დღიდანვე შევუდგები იმ იდეებისა და გეგმების განხორციელებას, რომელიც გვაქვს „მარშალის გეგმის“ სახით“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დედაქალაქის საკრებულოს...
„ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, ერთობლივად, იწყებენ პროგრამის განხორციელებას - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. შემდეგ წლებში, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით, ბათუმში 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, კორპუსია ავარიული სტატუსის მქონე და 1 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ პირობებში.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, მომავალ წელს, 20 მილიონი ლარის ფარგლებში, კონკრეტულ მიზნობრივ ფინანსურ...
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
„აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.
პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება. შედეგად, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები, დაახლოებით 1000-მდე...
ქუთაისში ე.წ. კანალიზაციის მოწყობის მასშტაბური პროექტი აღარ განორციელდება. ოპოზიციის ინფორმაციით, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გააუქმებული სესხის ხელშეკრულებაა.
დოკუმენტი ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგა შუშანიამ წარმოადგინა. მისი თქმით, ეს "ქართული ოცნების" მორიგი ცრუ დაპირებაა.
"ქუთაისელებს კარგად ახსოვთ როგორ პირდებოდათ ბატონი ღარიბაშვილი და როგორ აანონსებდა პირველი პრემიერობის დროს, რომ ქუთაისში კანალიზაციის სისტემა მთლიანად გამოიცვლებოდა. ყოველი არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები, კანდიდატები დადიოდნენ...
ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰიპოთეტურად, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის...
ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს და „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა პარტია დატოვონ.
მისივე განმარტებით, მელიამაც კარგად იცის, რომ თბილისის მერი ვერ გახდება.
„ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. აი,...
ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა...
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარის ბიური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბანში საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად მოინახულა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს ,,ამბროლაურის ავტოგზა...
საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მუხლი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ არჩევნებში სიაში ყოველ სამეულში ერთი კაცი მაინც უნდა იყოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად მიიჩნევა ის მუხლიც, რომლითაც საკრებულოს წევრი კაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლე პარტიულ სიაში მყოფი მომდევნო კაცი უნდა იყოს.
საკონსტიტუციოში სარჩელი გენდერულ კვოტირებაზე იყო შეტანილი. ევროპული საქართველოს წევრები, რომელთა ინტერესებს თავისუფლების ინსტიტუტი იცავდა, გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ. ზევითხსენებული გადაწყვეტილება სასამართლომ ისე მიიღო,...
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ - ჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქუთაისის მერია ვერ იწყებს...
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, შშმ პირებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოხდეს.
როგორც მერობის კანდიდატმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, შშმ მოქალაქეებისთვის არსებობს გარკვეული პროექტები, თუმცა ამ საკითხზე გაცილებით მეტია სამუშაო.
„ჩვენ არაერთი ღონისძიება გვაქვს სოციალურ პროექტებში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის...
“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბაღდათში ორი ცენტრალური ქუჩის ურბანული განახლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაღდათში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
ქარსელაძის თქმით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ბაღდათში მიმდინარე პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ხორცილდება როგორც შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტები,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების მართვის პოლიტიკის ცვლილება მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის - სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, 2021-2025
დოკუმენტი შექმნილია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია გორის სათემო რადიო “მოზაიკა”. შინაარსი განისაზღვა პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის წევრები არიან:
მიხეილ ჩიტაძე, გორის...
21 ოქტომბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში აღწერილია ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ფოკუსირებული კამპანიები 13 სექტემბრიდან არჩევნების დღის, 2 ოქტომბრის, ჩათვლით პერიოდში.
13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე 28 პოლიტიკური პარტიის ძირითადი და სხვადასხვა სტრუქტურული ორგანიზაციის გვერდი იყო აქტიური. ჯამში, 332 აქტიური გვერდი დაფიქსირდა, სადაც ერთი პოსტი მაინც გამოქვეყნდა.
შესწავლილ პერიოდში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა პარტიის „საქართველოსთვის“ ძირითადი...
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, რატომ მიიღეს თბილისის სკოლებში მოსწავლეების უფასოდ გამოკვების გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
იუნისეფის ბოლო კვლევის თანახმად მოსწავლეების 35% მუდმივად განიცდის შიმშილს.
მშიერი ბავშვი ვერ ახერხებს ვერც საგანმანათლებლო პროცესში სრულად ჩართვას და ეს აისახება მის შემდგომ განვითარებაზე ცხოვრებაში. ამ პროგრამით მუნიციპალიტეტი 170 სასწავლო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 180 ათასი თბილისის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































