სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტი არ დადგინდა, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე, ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა. შესწავლა მედიასაშუალების მიერ 2021 წლის 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით,...
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი გუნდის უპირველესი ამოცანა პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება იქნება. ქუთაისში კოალიციური გუნდის წარდგენამდე მან ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "პირველი და უპირველესი, რაც ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს იქნება, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო, ადმინისტრაციული სტატუსი. სტატუსი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ,...
წინა სტატია ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ კოალიციური მთავრობის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხერხდეს, რომ მერიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მართავდეს. „ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდნენ მერიას, არამედ იყოს მერია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად...
ქუთაისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამის გამოსვლამდე ხატია დეკანოიძემ ქუთაისის მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული. პროგრამის წარდგენამდე ხატია დეკანოიძემ კოალიციური გუნდის წევრები წარადგინა: ვიცე-მერობის კანდიდატი - ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის) ვიცე-მერი - იმედა კლდიაშვილი (გირჩი-მეტი თავისუფლება) ვიცე-მერი - რევაზ ჩომახიძე ვიცე-მერი - თემურ ცამციშვილი
დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემენ. მათი განმარტებით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. „დევნილები და ეკომიგრანტები 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს თავადვე შეარჩევენ, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ. ამ...
დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის შეფასებით, ცალკეული ინციდენტების გარდა, საერთო ჯამში, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს. „საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ცემს ამომრჩეველს. პირდაპირი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წიხლებს ურტყამს და ფიზიკურად უსწორდება,...
წინა სტატია ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება. მისივე თქმით, ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში კარი სხვა პარტიებისთვის, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის ღიაა. „ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიტისთვის, მისი წევრებისთვის, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად ფართო...
რუსთავში მომხდარ ინციდენტთნ დაკავშირებით მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მერობის კანდიდატის თქმით, ორი პარტიის ოფისი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ წევრები, ფაქტის თვითმხილველები არიან. „საარჩევნო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე დღე დაგვრჩა კენჭისყრამდე, სწორედ ამ პერიოდს, თითოეულ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა და იყენებს, რომ ხელოვნურად შექმნას ქალაქში ქაოსი, დაპირისპირება, გააღვივოს შუღლი და დააპირისპიროს რუსთაველები ერთმანეთთან. მე...
ცენტრალურ მთავრობას ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული. როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყო ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგეს საკუთარ ხალხს, საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებული მთლიანად ჩვენს ხელშია, რა თქმა სხვა მუნიციპალიტეტებშიც, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას, თიანეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. ცენტრალურ მთავრობას ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული. როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყო ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგეს საკუთარ ხალხს, საკრებულოს, მით...
ფოთში ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა და შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, "ერთიანი საქართველო“. როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ. 100 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. “გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის  აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 8 კილომეტრამდე სიგრძის შიდა მიმოსვლის გზა მოწესრიგდება. სოფელ შუხუთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. კახა კალაძემ ბიზნესმენებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წელი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. „იმ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, ვერავინ შეაფერხებს. ვერავინ შეაფერხებს ასევე,...
მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ადგილს კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც მერიამ გარკვეული სამუშაოები აწარმოა. "ეს იყო სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანებული. ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ...
ჟენევაში გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის („ორჰუსის კონვენცია“) მხარეთა შეხვედრის სამუშაო ჯგუფის მე – 7 სესია დასრულდა. აღნიშნულ სესიას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე თავმჯდომარეობდა , - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონვენციის მხარეთა შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განიხილეს და მიიღეს, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში...
შემდეგი სტატია თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თიანეთი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა სირთულეები წარმოიქმნა, როდესაც არჩეულ მერსა და ცენტრალურ მთავრობას შორის კოორდინაცია არ არსებობდა. „მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის...
ლადო ხინჩეგაშვილი მედიისთვის არჩევნებიდან 3 კვირის შემდეგაც ვერ იცილის. მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განმარტებით, მას გადატვირთული რეჟიმი აქვს და ჟურნალისტებთან საუბარს ვერც ამ ეტაპზე შეძლებს. როგორც გამოცემა რადიო “მოზაიკა” წერს, ისინი ხინჩეგაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის დღიდან ამ დრომდე, უშედეგოდ ცდილობს ლადო ხინჩეგაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას და საზოგადოებისთვის საინტერესო შკითხვებზე მისგან პასუხების მიღებას. "წინასაარჩევნო პერიოდში მისი შტაბის წარმომადგენლობა, მათ შორის პრესსამსახური განმარტავდა, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ