ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ეარ ევროპასა“ და „იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ...
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა...
წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. „ძეგლების ორნამენტებს, თითოეულ კარსა და...
გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ტერორი აღარასოდეს დაბრუნდება, - ამის შესახებ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პლატონ კალმახელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. „დღეს საქართველოს ყველა ქალაქიდან, მათ შორის თელავიდან მიემართება ხალხი თავისუფლების მოედნისკენ, ნიშნად იმისა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები და ჩვენ უკან მდგომი 10-ჯერ მეტი ადამიანი ვიქნებით იმის გარანტი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ტერორი, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა. გამარჯვება ბოლომდე...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში თბილისი უარს იტყვის იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაზე, ვინც შემდეგ სახელმწიფო უწყებებში დაცვის ფუნქციებს ასრულებს, - ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. "თქვენ იცით, რომ თავდაცის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, სინამდვილეში კარის კაცებად და დარაჯებად აყენებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტს, მათ შორის...
მერაბ ქვარაიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ გასაიდუმლოებული შტაბი მოქმედებს, რომელსაც აკაკი მინაშვილი ხელმძღვანელობს. ქვარაიას თქმით, ამ შტაბიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჯგუფის მთავარი დავალება წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე დესტაბილიზაციის შეტანაა. „პირველი ტურის დასრულების შემდეგ ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები, განსაკუთრებით ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო...
„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს ძალის დემონსტრირებას, თუმცა ისინი 30 ოქტომბერს პირწმინდად დამარცხდებიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ მმართველი პარტიის ორგანიზებული აქციის თაობაზე განაცხადა. დამენია მიიჩნევს, რომ თავისთავად საშიში მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ კონტრაქციას ატარებს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ფაქტობრივად თავის თავს უწყობს კონტრაქციას, რომელიც ჩვეულებრივი დავალებაა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ებისთვის, გამგეობებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, სკოლებისთვის და იმიტაციის...
ვულოცავ ამ უბნის მცხოვრებლებს, 200-მდე ოჯახი დღეს შევიდა განახლებულ საცხოვრებელ სახლებში და ეს მათთვის ძალიან დიდი მოვლენაა. მინდა ვისურვო, რომ კახამ შეძლოს მომდევნო 4 წელიწადში კიდევ ბევრი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნაზე განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ მართლაც არაჩვეულებრივი, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. პირველ რიგში...
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავლი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ უკვე მომავალი წელს იქნება ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, სავარაუდოდ, საუბარი იქნება რამდენიმე ათეული მილიონის დამატების შესახებ საწყის ბიუჯეტზე, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. “აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია. აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა. ქართულთან ერთად, აფხაზური ენა...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 700,000 ლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე...
ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს კახა კალაძეს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა და...
ჩვენ მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა. „სიძულვილსა და ცილისწამებას, რაც მოდის კონკრეტული მედიასაშუალებებიდან, ჩვენ დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. მე ვიქნები ყველას მერი, მათიც,...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. „უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი - გუდიაშვილის განახლებული მოედანი ვაჩუქო თბილისელებს. დაახლოებით 30 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აქედან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 200-მდე ოჯახს დაუბრუნდა განახლებული, რეაბილიტირებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ეს ძალიან...
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა. „უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, ამ ქალაქში მცხოვრები, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი, განახლებული, მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი ვაჩუქოთ თბილისელებს“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ. კახა კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 30 შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, საიდანაც 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მიდგომა და დამოკიდებულება ძველ თბილისთან...
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 600 ბინა ნაწილდება. „კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ