გვიან ღამით, ზუგდიდში, აქციის დროს დაკავებული, “ნაციონალური მოძრაობის” ხობის საკრებულოს წევრი, გუკა ქარდავა უკვე გაათავისუფლეს. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
ფაქტს ადასტურებენ პარტიაშიც.
შეგახსენებთ, ქარდავას პოლიცია ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.
ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი, დავით ტაბატაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაშია, იგი ახალი მოწვევის საკრებულოში შედის. იურისტის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ ა(ა)იპ–ის დირექტორს დეპუტატის თანამდებობის შეთავსების უფლება არ აქვს.
დავით ტაბატაძე პროპორციულ სიაში რიგით მეორე ნომერია. დატოვებს თუ არა ა(ა)იპ–ის დირექტორი პოსტს ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„გადაწყდება რამდენიმე ხანში, შევაჯერებთ და დავილაპარაკებთ ამ საკითხზე“,...
“დასაჭერთა სია” – ოპოზიცია ხელვაჩაურში “ოცნების” კანდიდატის გეგმებსა და კრიმინალურ წარსულზე საუბრობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატები "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობენ და ვარდების რევოლუციამდე მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ახსენებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიციის თქმით, ზაზა დიასამიძეს ბრალი ედება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემაში, რის გამოც მერობის კანდიდატი რამდენიმე წლის განმავლობაში ასლან აბაშიძის გარემოცვას აფარებდა თავს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მალხაზ თავდგირიძე ზაზა დიასამიძეს დაშინებაში, ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებს....
ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეიზღუდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვა 28 ოქტომბრიდან 30 ოქტომბერის ჩათვლით სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, ყველა პირისთვის იმოქმედებს.
"მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით...
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. ამ თემაზე მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტსა და სასამართლო სისტემას შორის.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს.
"მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების" მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელ აქციასთან მიმართებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს.
„იყო გარკვეული კითხვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მოსყიდვის ფაქტებზე, ჩევნ შევისწავლით ამ ფაქტებს. დანამდვილებით ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ გუშინ იყო აქცია, გადავამოწმებთ და შევისწავლით იმ შემთხვევებს,...
წინა სტატია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 27 ოქტომბერს აღნიშნული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამარ თაბუაშვილი დაინიშნა, რის გამოც ბრეგვაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა კატეგორიულად მიუღებელია.
„საქართველოს განათლებისა...
ალეკო ელისაშვილი და ცირა ელისაშვილი ვახსენე გუშინ, ყველა ეს ადამიანი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მადლიერებას გამოვხატავ, ამ ადამიანებმა თბილისისთვის კონკრეტული სივრცეები შეინარჩუნეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.
„გარემოს დაცვის პოლიტიკა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ქალაქში სხვისდებოდა პარკები, სხვისდებოდა სპორტული მოედნები, ნადგურდებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი სამშენებლოდ გამოეყენებინათ. ვაკის პარკი არის საუკეთესო...
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. წარმოგიდგენთ მისიის მიერ მომზადებულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-3 შუალედური ანგარიშს, რომელიც ფარავს 25 სექტემბრიდან აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. დოკუმენტი ეხება როგორც პირველი, ასვე მეორე ტურის წინასარჩევნო გარემოს შეფასებას.
პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეთათვის არჩევნებში ნების გამოვლენისათვის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებიც. კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, როგორც ორ ოქტომბრამდე,...
არადა, რამდენი გასაპატიურებელი გვყავს ქვეყანაში, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ განმუხური-დარჩელის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი და პროპორციული სიის მესამე ნომერი, მაია კალანდია სოციალურ ქსელში.
ეს კომენტარი მან ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტზე გააკეთა. გვარამიამ კი დაწერა: „ მილიონი გულანთებული საჯარო მოხელე და გაუპატიურებული 26 ათასი ვაჟკაცი, ყველა გაფართოვებულ თავისუფლების მოედანზე. დიდება“.
ჰაერის დაბინძურება და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, აქაც გვაქვს კონკრეტული მიღწევები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„გვაქვს ჰაერის 20%-იანი გაუმჯობესება. რამ გამოიწვია ეს? პირველ რიგში სამშენებლო რეგულაციებმა. შეიძლება მტკივნეული იყო, შეიძლება თავიდან ბიზნესი უკმაყოფილო იყო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის მეგობრებო. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, შეუძლებელია რამე წარმატებაზე ფიქრი. ამიტომ...
თბილისის 119-ე სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
როგორც თეა ბრეგვაძემ განაცხადა, მისთვის გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა თავად ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებსა და „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მის მხარდაჭერას უკავშირებს. ბრეგვაძის ინფორმაციით, მის ნაცვლად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დანიშნეს.
ამასთან, როგორც თეა ბრეგვაძე განმარტავს, სკოლაში მუშაობას აგრძელებს როგორც პედაგოგი და იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტურის...
ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ საარჩევნო აქციაზე, ხობის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი გუკა ქარდავა ჟურნალისტისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მტკიცებით, მათ არაფხიზელ მდომარეობაში მყოფი ქარდავა თავს დაესხა. ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი უკვე გამოიკითხა.
„მასალას ვაგორებდი ტელევიზიაში, როცა ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა მეგის ქარდავას ბიძაშვილი და ხობში „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს სიის მეორე ნომერი, დააკვირდა ჩემს კამერას, შეხედა ლოგოს და დედის...
დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს დასაქმების პრობლემა. მეორე მხრივ, როდესაც ვხვდები ბიზნესსექტორს, მათ აქვთ იგივე პრობლემა - ისინი ვერ პოულობენ პროფესიონალ, კვალიფიციურ კადრებს. ეს უდიდესი პრობლემაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერიამ, მათთან კომუნიკაციით, მიიღო ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ პროფესონალი, გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანები.
„შესაბამისად, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, 5000-მდე ადამიანს ექნება...
სამწუხაროდ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა იყო ქალაქში, თუმცა ამ პრობლემის დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია. დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიამ ისეთი მრავალწლიანი პრობლემა მოაგვარა, რაც სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტს“ ჰქონდა.
„10-15 წლის განმავლობაში ეს...
მე მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო - მე „ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მერია, ასევე, შეივსება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნეები იქნებიან.
„მერია კორუფციისგან უნდა გავათავისუფლოთ. გზების მშენებლობა ერთსა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































