ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 69 871-მა ადამიანმა დააფიქსირა, რომელთაგან 32 703-მა ხმა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ხატია დეკანოიძეს მისცა, ხოლო 34 925-მა „ქართული ოცნების” კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შევიდა, რომელთაგან დიდი ნაწილი პროცედურულ გადაცდომებზეა დაწერილი და არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ შედეგებზე რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს. ქუთაისში...
წინა სტატია "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მეორე ტურის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც მან განაცხადა, იგი ბათუმის მერიაში დაწყებული პროექტების გაგრძელებას გეგმავს. „ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკ“ ნიუსებით იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას...
„ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს. ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ამ შედეგებს ელოდა და ამის შესახებ პირველივე ტურში განაცხადა. "დავიწყებ მადლობით ჩემი გუნდის მიმართ, თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც გვერდით დაუდგა ქუთაისს, იოსებ ხახალეიშვილს. ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ გუშინ და ეს უკვე გამოცხადებულია ცესკოს ვებგვერდზე. ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მედიას და დარწმუნებული ვარ,...
პარტია „საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ელეონორა არჩაიას თქმით, ეკლესიაში წირვაზე იყო, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა. მისი თქმით, უცნობია, ვინ დააზიანა მისი ავტომობილი, თუმცა მომხდარს პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს. როგორც არჩაია აცხადებს, „ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ზეწოლა დაიწყო და საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ელეონორა...
ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ. „იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია,...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერი ისევ კახა კალაძე გახდა. მერის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმათა 56.607% დააგროვა. მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე (ქართული ოცნება №41) - 56.603%; ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა №5) - 44.397%. თბილისის სულ 569 საარჩევნო უბანია. ყველა მათგანის მონაცემები ცესკოს საიტზე უკვე გამოქვეყნებულია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა თორნიკე ჯანაშიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 40 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება – N41) – 51.845% თეიმურაზ ჯანაშია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 48.115%.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ 14 მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა არჩევის მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ჯამში 42 მაჟორიტარის არჩევა მოხდა. კერძოდ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები საკრებულოს არჩევნების მეორე ტურებს შემდეგ ოლქებში ვერ იგებენ: ქარელში ადგილობრივი მაჟორიტარის არჩევის მეორე ტური ორ ოლქში ჩატარდა. აქედან ერთი ოლქი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო. ქარელის #3...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სენაკში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 44 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება – N41) – 53.078% კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 46.922%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 29 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი ხარჩილავა (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 51.107%. გოგა გულორდავა (ქართული ოცნება – N41) – 48.893%
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გახდა. მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმათა 51.643% დააგროვა. ხახალეიშვილი აქამდეც ქუთაისის მოქმედი მერი იყო. რაც შეეხება მის კონკურენტ ხატია დეკანოიძეს, რომელიც ენმ-ს კანდიდატი იყო და მხარს ოპოზიციის ნაწილიც უჭერდა, მან ხმათა 48.357% მიიღო. სულ ქუთაისში 124 უბანია. ყველა მათგანის მონაცემები ცესკოს საიტზე უკვე გამოქვეყნებულია.
წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერი, მცირედი უპირატესობით, არჩილ ჩიქოვანი გახდა. ამ დროისთვის უკვე დათვლილია უბნების 100%, საიდანაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმათა 51.018% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი კირთაძემ ხმათა 48.982% მიღება შეძლო. სულ არჩევნების მეორე ტური ბათუმში 105 უბანზე მიმდინარეობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 63 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: ავთანდილ თალაკვაძე (ქართული ოცნება – N41) –55.409 % კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი– N56) – 44.591%.
კახა ენუქიძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჩხოროწყუში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა დათო გოგუამ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 28 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: დათო გოგუამ (ქართული ოცნება – N41) – 50.881% ბადრი ქარჩავა (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 49.119%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 109 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: მამუკა წოწერია (ქართული ოცნება – N41) – 51.631% ანზორ მელია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 48.369%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქარელში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 40 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: ზაზა გულიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 56.732% ნიკოლოზ ახალკაცი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 43.268%.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ