2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, მომავალ წელს საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით გაზრდა არის დაგეგმილი. "ბიუჯეტის წარდგენილ ვარიანტში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებლია ყველა მიმართულებით, 10%-ის ოდენობით. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება: ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს,...
გორში, სადგური-ელექტროფიკაციის დასახლებაში მერის წარმომადგენლად გორის ახალმა მერმა მაია მთვარაძის ნაცვლად მაია მუჯარიძე დანიშნა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის, თუმცა გორის ახალმა მერმა ჩემთან ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა და ჩემ ნაცვლად, მისი ძმაკაცის დედა დანიშნა ამ თანამდებობაზე, რომლის კომპეტენციაც ეჭვქვეშაა, ჯერ სანიტრად მუშაობდა ეს ქალი, შემდეგ კი, კულტურის ააიპში, იქაც ჩემი რეკომენდაციით მიიღეს....
წალენჯიხის ვიცე-მერი პარტია "ლელოს" წევრი და სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი თამარ ბელქანია იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ადასტურებს. მისი თქმით, შემოთავაზებას უკვე დათანხმდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. "კოალიციური მთავრობა სწორედ ამას გულისხმობს - ყველა ის პარტია და ადამიანი, რომელიც თანამონაწილეობდა ცვლილებებისთვის ბრძოლაში, რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას წალენჯიხის აღმშენებლობაში, როგორც პრეცედენტში. მთავარი გზავნილი არის ყველაფერი ადამიანისთვის, ადამიანებთან ერთად. ჩვენ...
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, საგარეჯოს ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ speqtri.ge-ს საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელზა გილაშვილმა განუცხადა. "არცერთი ბაღი არ დარჩა, სადაც კორონავირუსი არ ჰქონოდა ან აღმზრდელს, ან მზარეულს, ან აღსაზრდელს. პროცესი 15 ნოემბრამდე შეჩერდა, თუმცა ზუსტად არ ვიცით, გაიხსნება თუ არა. დღესაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. რა ეპიდვითარება იქნება...
2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, 75,4 მლნ ლარითაა გაზრდილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დამატებითი თანხებია გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე ახალი პროგრამისთვის. „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი იზრდება 25 ლარით, საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი...
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილება შეეხო ასევე მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდას და მშპ-ს მოცულობას. როგორც მინისტრი აღნიშნავს, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6.0%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. „როგორც იცით, სექტემბერში დაფიქსირდა, 6,9%-იანი ეკონომიკური ზრდა. სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 11,3%-ით. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაყრდნობით, გადაიხედა...
პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. „ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარასკევს საღამოს მივიღეთ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. ხარჯების ნაწილი გაზრდილია 395 მილიონით. ასიგნებები აღწევს 18 მილიარდ 840 მილიონს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5 %-იდან არის გაზრდილი 10%-მდე. ამან მოგვცა საშუალება, რომ...
ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების გეგმა 1 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. სხდომა შერეული ფორმატით გაიმართა – ცხრა დეპუტატი სხდომას დარბაზში ესწრებოდა, ხოლო 12 დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, სხდომის მუშაობაში დისტანციურად მონაწილეობდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების მდგომარეობა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო  ბიუჯეტიდან...
ხარაგაულის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კონკურსი დასრულდა. მეორე ეტაპზე გადასული 16 პროექტიდან შვიდი გამარჯვებული ინტერნეტმომხმარებლებისგან ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სულ ონლაინ კენჭისყრაში 1 076 მოქალაქე ჩაერთო. გთავაზობთ გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალს იდეის ავტორის, პროექტის სავარაუდო ღირებულებისა და ინტერნეტ გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლების მითითებით: ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების...
წინა სტატია ქუთაისელი აქტივისტები მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანი, რომლებიც 4 ნოემბერს დააკავეს, 6 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუმცა, აქტივისტების საქმის სასამართლო განხილვა არ მომხდარა, ადვოკატების მოთხოვნით, სხდომა გადაიდო. ამის შესახებ სხდომის ჩატარების თარიღი მხარეებს ეცნობებათ. გათავისუფლებული აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა. ადვოკატი ელისო დათუსანიის თქმით,  ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით იყვნენ  დაკავებული,  რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ფულად ჯარიმას...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, UNESCO-ს ეგიდით, სამონასტრო კომპლექსში დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის შედგენა, რათა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავარი სამოქმედო გეგმა შემუშავდეს. ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდება. კლიმატოლოგ მასარისთან ერთად ექსპერტთა დელეგაციაშია მარიო პულიერი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე თვის...
საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადა. ამასთან, გაბუნიას განცხადებით, ბუსტერი დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა. „ბუსტერი დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია, ჩვენ ამ კვირაში...
video
ქობულეთის სოფელ ჭახათს „ოცნების ქუჩა" აქვს. იდეის ავტორი, ადგილობრივი ნოდარ ნოღაიდელია. მან ამ გზით, ,,ქართული ოცნების'' მიმართ მადლიერება გამოხატა. ჭახათს აბრასთან ფოტოების გადასაღებად, სპეციალურად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატი, ზურა ხინიკაძეც ეწვია. წითელი ლენტი არ გაუჭრიათ, თუმცა,  ნოღაიდელს საამაყო პიროვნება უწოდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  ნოდარ ნოღაიდელს  "ოცნების ქუჩის'' გახსნის იდეა დიდი ხნის წინ მოუვიდა. წინასწარ აღებული...
უკვე სამი წელია ქედქედის სკოლის მოსწავლეები, მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, რადგან დაპირების მიუხედავად, სოფლის სკოლა ბოლომდე ჯერ არ აშენებულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  მშობლები აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბავშვებს ფიზიკურად გაუჭირდებათ შორ მანძილზე სიარული, ხოლო სკოლის ავტობუსი მათ გადაყვანას ყოველგვარი კოვიდრეგულაციების გარეშე ახდენს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ტენდერს გამოაცხადებენ და სკოლა საბოლოოდ აშენდება, მაგრამ თარიღი უცნობია.
წინა სტატია საზოგადოებრივ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის" ამოქმედება არ განიხილება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო...
video
ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გიდების თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, წიგნში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მუშავდება, პროფესიონალი გიდების მიერ დამუშავებული ბათუმის 12, ხოლო ქობულეთის 5 თემატური ტური განთავსდება. პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ დამუშავებული ბათუმის ტურის პრეზენტაცია გამართეს და სტუმრებს ძველ ბათუმში, ბულვარსა და ქალაქის ზღვისპირა ზოლში განთავსებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ