დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება, შესაძლოა, საჭირო იყოს. "ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს, დაახლოებით, 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა.ჩვენი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით...
კამპანია “ჩაერთე შენივე სოფლიდან” ფარგლებში გურჯანში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთეობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა. გამყრელიძის განმარტებით, ამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამიზნე ჯგუფები უკვე შერჩეული და მოძიებულია, რომელთა ჩართვა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად დაიწყება. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ საინფორმორმაციო ხასიათის შეხვედრების შემდეგ დღიურად აცრილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. კამპანია მთელ...
„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი, პირველად ვერსიასთან შედარებით ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ დაფინანსება“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხარჯების ნაწილი გაზრდილია 395 მილიონ 800 ათასი ლარით და ასიგნებები 18 840...
სამცხე ჯავახეთში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი, სკოლები აშენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურსა და სოფელ ბენარაში. ასევე, 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი...
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი სამი თვით დაიკეტა. გაერთიანების ხელმძღვანელის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ზამთრის სეზონზე მოთხოვნა არ არის, რის გამოც აუზმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში მოხდება აუზის გაწმენდა და სპეციალური ხსნარებით დამუშავება. საცურაო აუზი ფუნქციონირებას პირველი მარტიდან გააგრძელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს არსებული მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს არსებული მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები შეისწავლა. კვლევაში მიმოხილულია, თუ როგორ აისახა „კოვიდ 19-ის“ გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები და საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამისთვის დახარჯული თანხები სარეკლამო ბაზარზე. ყოველწლიურ ანგარიშში შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა: 2020 წელს, 2019 წელთან...
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მან აღნიშნა, ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია. „ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინასება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს....
წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა, სადაც 1 კმ-მდე ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. აღნიშნულ ქუჩაზე, წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა, რის გამოც მოსახლეობა წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან იღებდა. მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ახალი სისტემები გაკეთდა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. შედეგად, ადგილობრივებს პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდათ და სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ. კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას...
ხელვაჩაურში, ბეთლემისა და სხალთის ქუჩებზე ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დასახლებაში 2 ათასი გრძ.მ. ქსელი მოეწყობა. ახალი წყალმომარაგების ქსელით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. ბეთლემისა და სხალთის ქუჩების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაწყება დაგეგმილია ნიკო ჯაყელის, ოშკის, ხაკაბრის, ფრიდონ ხალვაშის , მე-2, მე-3, მე-5 და მე-9 ჩიხებში, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასპინძაში 0.5 მლნ ლარის ინვესტიციით გასტრო-ტურისტული ობიექტის, მესხური მინისოფლის მოწყობა იგეგმება. იდეის ავტორი ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ლუდსახარში ვარძიას“ დამფუძნებელი ზაზა ზედგინიძეა, რომელიც BM.GE-სთან საუბარისას ამბობს, რომ სოფლის მოწყობას ასპინძაში ლუდსახარშის გვერდით მტკვრის სანაპიროზე გეგმავს, სადაც 8 მესხური ოდა განთავსდება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია დღეისთვის ქვევრის ლუდის საწარმოს გარდა ასპინძაში საოჯახო სასტუმრო "მელუდის სახლს" და ლუდის სპას მართვას, რომელიც მიმდინარე წლის...
წინა სტატია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მანქანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელიდან ევაკუატორით გაიყვანეს. ამ დროს პარლამენტის დეპუტატი მანქანაში იჯდა. როგორც პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, ისინი მივიდნენ ჯაფარიძესთან, რომელიც მანქანაში იჯდა, თუმცა კონტაქტზე არ გამოვიდა, რის გამოც მისი გაყვანა ევაკუატორით გადაწყვიტეს. ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრები სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს. პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან...
მესტიაში, კურორტ თეთნულდზე დაზიანებული ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შპს “ემ თი ეი”-მ, იგივე მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს ორჯერ მიმართა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. პირველი გამარტივებული შესყიდვის ღირებულება, რომელიც შენობის მთლიანი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს 1 257 300 ლარია, ხოლო მეორე გამარტივებული შესყიდვა საინჟინრო სამუშოებს ეხება და მისი ღირებულება 100 000 ლარია. როგორც “ემ თი...
ერთდროულად 6 ქალაქში "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები სუს-ის შენობების ბლოკირებას ახდენენ.  პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს. როგორც ამბობენ, მიზანი დაუმორჩილებლობაა.  მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით: "სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში". თელავში დააკავეს გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ...
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოების გავრცელება სამწუხაროდ მიაჩნია. კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიდეოების გავრცელება არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას. „ვუპასუხებ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. შემიძლია, ძალიან ნათლად ვთქვა – ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვოდ და სამწუხაროდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას. ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც...
საქართველო 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. 2023 წლამდე კი, ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული, ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2022 წელს, ბაკურიანში ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში გაიმართება: სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში. „საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით, ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIშ) დელეგატები, ინსპექციის...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი, სკოლები აშენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურსა და სოფელ ბენარაში. ასევე, 60 მოსწავლეზეა გათვლილი ახალი საჯარო სკოლა სოფელ ღორთუბანში. სამივე სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. რეგიონში, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 34 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ