კამპანია “ჩაერთე შენივე სოფლიდან” ფარგლებში გურჯაანში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

524

კამპანია “ჩაერთე შენივე სოფლიდან” ფარგლებში გურჯანში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთეობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა.

გამყრელიძის განმარტებით, ამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამიზნე ჯგუფები უკვე შერჩეული და მოძიებულია, რომელთა ჩართვა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად დაიწყება.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ საინფორმორმაციო ხასიათის შეხვედრების შემდეგ დღიურად აცრილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს, რომლის მიზანი მოქალაქეების დარწმუნებაა, რომ პანდემიის დასრულებისთვის ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს.