დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი განიხილა და დასაკორექტირებლად კვლავ მერიას გადაუგზავნის. ამის შესახებ speqri.ge-ს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ელენე ბაიაშვილმა განუცხადა. "საკრებულომ განიხილა და უკან გვიბრუნებს პროექტს. შენიშვნები ჰქონდათ და კორექტირებულ ბიუჯეტს 10 დეკემბრისთვის მივაწვდით საკრებულოს. როგორც ცნობილია, საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდა იგეგმება 10%-ით, ეს არ იყო ასახული პროექტში. ნაკლები ხარჯები იყო წარდგენილი, ამიტომ გვიბრუნებენ უკან," - აღნიშნა ბაიაშვილმა. ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ახლადარჩეული...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა პირველი მოადგილე ოფიციალურად დანიშნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ვიცე-მერის პოზიცია გიორგი მინდორაშვილმა დაიკავა. გიორგი მინდორაშვილს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ ეტაპზე, მეორე მოადგილის დანიშვნამდე, როგორც მერიის სტრუქტურა ითვალისწინებს, ვიცე-მერის დაქვემდებარებაში იქნება მერიის ცხრა სამსახური და შესაბამისი ა(ა)იპები.
რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში ახლადარჩეულმა მერებმა მოადგილეები დანიშნეს. უმეტესად თანამდებობები ძველმა მოადგილეებმა შეინარჩუნეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მერის მოადგილედ ყოფილი მოადგილე, რუბენ კარაპეტიანი, ა(ა)იპ „სერვის ჯგუფის“ უფროსი ვაჟა გაჩეჩილაძე და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ილია ზარდიაშვილი დაინიშნნენ. ახალქალაქში მერს ორი მოადგილე ეყოლება, ესენია მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ მჭედლიძე და მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი, მკრტიჩ მღდესიანი. რაც...
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა დასრულდა. სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად იყო დაზიანებული. დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლები შენდება, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია. საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოუყო. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო.
სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტის ტვირთი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტი წარადგინა. „დღეისთვის ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა ფინანსური კუთხით სახელმწიფო საწარმოებში, თუმცა ეს ნაწილობრივ პანდემიის დამსახურებაც არის. მაგრამ იმას, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის აუცილებელი, პრიორიტეტული და საჩქარო, ვადასტურებთ. ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჩვენ გვყავს დონორი...
შემდეგი სტატია ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო და აპირებს დაჩქარებული წესით მიღებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო არაკანონიერი და არალეგიტიმური პროცესი. „ხელისუფლებამ დაიწყო კიდევ ერთი არალეგიტიმური და არაკანონიერი პროცესი საკრებულოებში. ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე. „გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის კი...
მეტროსადგურები "ავლაბარი", "ვაგზლის მოედანი" და "უნივერსიტეტი" - ოპოზიციამ პარასკევს, 3 საათზე, 3 ადგილიდან მსვლელობა დააანონსა: "მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად - "ლელომ", ნაციონალურმა მოძრაობამ", "გირჩი მეტი თავისუფლებამ" და "დროამ", გაიმართოს პარასკევს 3 საათზე, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ის დაარქვით. თბილისში 3 საათზე გელოდებით შემდგ ადგილებზე - მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი, მეტრო "ვაგზლის მოედანთან" იმავე დროს,...
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად უმასპინძლა. ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის ტექნიკა გადასცა. ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა პროექტი „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“, რომლის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალიტეტისათვის მძიმე ტექნიკის გადაცემა. „გამომდინარე იქედან, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და...
ბათუმის ახალ მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა, გარდა გახარიას პარტიის წარმომადგენლებისა, დღეს ძველი შემადგენლობის, ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს წევრების შეკრება უკვე არალეგიტიმურია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, დროულად ჩანიშნოს საკრებულოების პირველი სხდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას ექნება შესაბამისი პროტესტი. ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვობენ, რომ სწორედ ძველი საკრებულო დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს და რიგგარეშე სხდომებზე შეეცდებიან მუნიციპალური...
მომდევნო წლიდან, 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეები არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. „2017 წლიდან დღემდე ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ პარკებისა და სკვერების სახით, თუმცა ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თბილისს აქვს ძალიან დიდი რესურსი ამ მიმართულებით და მომდევნო წლები იქნება...
წინა სტატია თბილისის მუნიციპალიტეტის შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობის მიზანია საბოლოო ბიუჯეტი მილიარდ 700 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. „როდესაც ჩვენ 2017 წელს მოვედით ქალაქის მთავრობაში ბიუჯეტი შეადგენდა 820 მილიონს და ავედით მილიარდ 200 მილიონზე, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი...
თბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და კულტურული სიახლეების, მათ შორის, თბილისის მიერ კულტურის დარგში მოპოვებული საერთაშორისო სტატუსის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, 10 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიც გაიხსნა. „პირველ რიგში, გილოცავთ ყველას, რომ თბილისმა კულტურის დარგში კიდევ ერთი საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და იუნესკო-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის...
გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ გამგებლები და მათი თანამშრომლები უპასუხისმგებლოდ მოეკიდებიან შეტყობინებებს, რომელიც გამგეობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევა, გამგებლები თანამდებობას დატოვებენ. კალაძის თქმით, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს მოსახლეობასა და გამგებლებს შორის კომუნიკაციაში. „გამგებლებს, ვინც აგრძელებთ მუშაობას თქვენს რაიონებში და ხართ მთავრობის წარმომადგენლები, მინდა გითხრათ, რომ...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ჯამში 207 ათასი ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოცხადდა, ხოლო ახალი ნაძვის ხის განახლებაზე ტენდერი არ ჩატარდება. ამასთან, როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საახალწლოდ დედაქალაქის მორთვის პროცესში ბიზნესის მხრიდანაც დიდი ინტერესია. „ძალიან დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი და თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ ამ სივრცეების გალამაზება შეძლონ. ჩვენ...
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან ​სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი. „გარდა ამისა, იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები – სააბონიმენტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ