წინა სტატია
"გახარიას პარტიამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ტესტი" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე პარტია "საქართველოსთვის" დღევანდელ განცხადებას.
პარტიაში დღეს თქვეს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არიან წარმოდგენილები, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავის კანდიდატებს წარადგენენ.
ანი წითლიძე წერს, რომ ის ვინც უმცირესობაში მყოფ "ქართულ ოცნებას" თანამდებობის სანაცვლოდ უმრავლესობას შეუქმნის, იქნება არა ოპოზიციური პარტია, არამედ "ქართული ოცნების"...
გონიო-კვარიათში, ზღვის პირას სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ქვაფენილისა და ბორდიურების მონტაჟი. მიმდინარეობს საბაღე სკამების განთავსება და საპარკინგე სივრცის მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია გარეგანათების მოწყობა.
სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია წელსვე დასრულდება. პროექტის ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.
პარალელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები...
ოზურგეთის სოფელ ზოტში დაზიანებული გზის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
ინვესტორ კომპანია “ზოტი ჰიდროსთან“, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, კომპანია “ენერგონმა“ სოფელ ზოტის ცენტრთან დამაკავშირებელი ყველაზე დაზიანებული გზის, 1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული გზის მოწესრიგება წინასაარჩევნო დაპირება იყო.
საფუძველის მომზადების შემდეგ, ასფალტობეტონის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულებულია.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. როგორც რუსთავის მერის მოადგილემ, ბესო ტოგონიძემ TV4-ს განუცხადა, დავით ბეგაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას. როგორც ცნობილია დავით ბეგაშვილმა გათავისუფლების მოთხოვნით, განცხადება დღეს დაწერა.
ინფორმაციისთვის, დავით ბეგაშვილი რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 2007 ხელმძღვანელობდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
საავტომობილი გზის მშენებლობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა სოფელ მარტყოფში, სადაც პროექტის თანახმად მდინარის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინრე სამუშაო პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, რუსთავში “ნაცმოძრაობის” წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა შეწყვიტეს. მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმამ შედეგი გამოიღო.
როგორც ენმ-ს დეპუტატმა, ვაჟა მორგოშიამ აღნიშნა, მათთვის უკვე ცნობილია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს წევრები საკრებულოს შენობაში 5 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა იყო.
თბილისის მერიის მიერ დაახლოებით, 5 000 ადამიანი პროფესიულად გადამზადდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
„მე ვხედავ, რომ ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5 000-მდე ადამიანის...
გორის მუნიციპალიტეტის მერს მრჩეველი დაუნიშნეს – ეს თანამდებობა დავით კვერნაძემ დაიკავა.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, კვერნაძეს ხელშეკრულება უკვე გაუფორმეს. ლადო ხინჩეგაშვილის მრჩეველს იურიდიული განათლება და ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს.
მრჩეველი ახალ მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს საქმიანობაში უნდა დაეხმაროს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, შაბათს დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დამუშავების უფლებას მის ამჟამინდელ მფლობელს დილიდან არ აძლევდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სოფლის მოსახლეობამ იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეჩერება სცადა, რომლითაც მიწის მოხვნა მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოსახლეობა შეაჩერეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, მიღებული გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ფართობებზე ხვნის პროცესი 5 დღის განმავლობაში...
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, გორში, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი და ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, რომელიც “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” პროფესორია სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით, გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ასოციაცია გეგმავს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები დააარსოს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა როგორც მაღალი მიღწევების სპორტსმენებმა, ასევე მოზარდებმა,...
500-ლარიანი ვაუჩერები გადასცა სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. საუბარია იმ სტუდენტებზე, რომლებმაც 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტები მოიპოვეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განმარტებით, პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.
“შეხვედრა მქონდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. გადაეცათ ფულდი ჯილდოები. რა თქმა უნდა ეს მათთვის მოტივაციის მიმცემია და...
ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შენობების რეაბილიტაცია საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
აღნიშნული პროექტი ქალაქის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სრულიად განახლდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობების შეღებვა და დეკორატიული საფასადე მასალით მოპირკეთება. გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, პროექტი, რკინიგზისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ არსებული...
თბილისის განვითარების ფონდი ანტონ კათალიკოსის ქუჩის #30 და #32-ში, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული მისამართების გარდა, კიდევ ერთ მისამართზე მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც 2022 წლის ზაფხულზე დასრულდება.
„ანტონ კათალიკოსის N30-სა და N32-ში, ასევე, ერეკლე მეორის N6-ში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე შენდება სახლი,...
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 8100 ლარი გაითვალისწინა.
შენობაში დაგეგმილია არსებული მოზაიკის ფილების დემონტაჟი, კერამიკული ფილების მოწყობა, ელექრო სადენების მოწყობა, კედლების, ჭერის და გვერდულების დამუშავება-შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიის ხსნარით.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის 1 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში...
გორში წითელი ჯვრის ორგანიზებით, “ჩააცვი ხეებს” აქცია გაიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება შეჭირვებული ადამიანების დახმარებას ემსახურება. მას ვისაც არ აქვს საჭირო ნივთები შეუძლია აიღოს, ხოლო ვისაც გაცემის სურვილი აქვს დატოვოს.
“ჩააცვი ხეებს”, ეს აქცია მათთვისაა ვისაც ასე პირდაპირ ტანსაცმლის აღება ერიდება. ტანსაცმელი ხეებს აცვია ვისაც სურვილი აქვს ჩამოხსნის და მიაქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს, თუ სჭირდება. მოქალაქეებს...
ურთის გადასახვევთან, ოთხი სოფლის - ცაიშის, ურთის, ხეცერას და აბასთუმის დამაკავშირებელი გზის განათების საკითხს, რასაც მოსახლეობა წლებია ითხოვს, მომავალი, 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განიხილავენ, - აცხადებს ზუგდიდის მერია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საუბარია გზის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთზე, სადაც ადგილობრივების თქმით, გადაადგილება ღამის საათებში სახიფათოა როგორც ქვეითისთვის, ისე ავტომანქანებისთვის.
"ლაივპრეს" მერიამ ჯერ კიდევ სექტემბერში უთხრა, რომ სოფლების მცხოვრებთა საჭროებების შესახებ იცოდნენ, ამაზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































