"ოცნების" ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით, მარტო ბოლო ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა, - ამის შეახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველების ფულის ხელფასად მიცემას აპირებს, „ეს ყველაზე დიდი უგუნურება იქნება, რაც კი გაუკეთებიათ“. „100 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, რაც ნიშნას იმას, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, 300 ათასი ადამიანი...
იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ამასთან, კალიურანდი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა ცვლილებების ფურცელი და თანამშრომლობის ახალი თავი გახდეს. “პრინციპი მეტი მეტისთვის და ნაკლები - ნაკლებისთვის“...
2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური და კულტურის სფეროები იქნება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. ქუთაისის მერთან ერთად, განხილვას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მერის მოადგილეები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს ქალაქის საკრებულოს მიერ მოეწყო ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ეს არის ბიუჯეტის პირველი, სამუშაო ვერსია, რომელიც მოამზადა ქუთაისის მერიამ. მომავალი წლის ბიუჯეტში გვაქვს...
ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის რძალი გურანდა ბერიძე აცხადებს, რომ მის ოჯახზე ზეწოლა და შანტაჟი არ მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ, სავარაუდო, ზეწოლასა და შანტაჟთან დაკავშირებით, ოჯახი განცხადების გაკეთებას გეგმავს. მისივე თქმით, იგი ავადმყოფობდა. "მე არ ვიცი რა თქვეს, არანაირი ზეწოლა ჩვენზე არ ყოფილა, ახლა არ მინდა ვისაუბრო ტელევიზიით,...
გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოლეგ ხუბულურის ადმინისტრაციული სარჩელი, ბათილად ცნო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება და დაავალა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ოლეგ ხუბულურის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე, გათავისუფლებიდან აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ოლეგ...
2022 წლისთვის გორის მერია ა(ა)იპ-ებისთვის 23 მლნ ლარს გამოყოფს, საიდანაც ანაზღაურებისთვის 7 მლნ დაიხარჯება. საუბარია 11 მუნიციპალური ორგანიზაციის სუბსიდირებაზე, რომლის ხარჯები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დაფინანსება ეზრება 4 ა(ა)იპ-ს. მათ შორის: კეთიმოწყობის სააგენტოს, ფეხბურთის კლუბს “გორი”, სპორტის სააგენტოს და ინტერმუნიციპალურ თავშესაფარს. დაფინანსების გაზრდას ითხოვს კულტურისა და ტურიზმიმს განვითარების ხელშეწყობის სააგეტნო. გელა კაპანაძის თქმით, 4 ახალი ობიექტის გადმოცემის...
2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბრისთვის ჩაინიშნა. მანამდე კი მოქმედი თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად იმ შენიშვნებს ამზადებს, რომლებიც გორის მერიას 25 ნოემბრამდე უნდა გადაეგზავნოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დავით რაზმაძის ინფორმაციით, საკრებულოს წევრთა მოსაზრებები ახალი ბიუჯეტის პროექტში ძირითადად სოციალურ სფეროს ეხება. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტის განხილვის პროცესში კონსულტაციისა და ინფორმაციის მიღების დონეზე ჩართულები არიან ახლადარჩეული დეპუტატებიც და წლის ბოლომდე...
პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია, მობილობა გაზრდილია ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ პანდემიის მართვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და თუნდაც, მაკონტროლებელი ღონისძიებების აღსრულების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში არსებული ვირუსის უკონტროლო გავრცელება...
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 190-ე მუხლში ცვლილებების პროექტი პარლამენტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი დეპუტატებმა წარუდგინა. ამჟამად მოქმედი კანონი სასაზღვრო ზონაში შესვლის, აგრეთვე ცხოვრების ან რეგისტრაციის წესის დარღვევაზე, პასუხისმგებლობის სახედ ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. მომზადებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას, ჩადენილი ქმედების მიხედვით. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო...
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ამჯერად, CNN-ზე საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია და ფოტო-კოლაჟი მომზადდა სათაურით - „იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“ „უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, აზიისა და...
არ დავმალავ, ამაყი ვარ იმით, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა. „მინდა გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა...
პარლამენტის არც ერთი კომიტეტი დღეისთვის დაგეგმილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას არ აპირებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული, საბიუჯეტო ცვლილების კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ბიუროს 22 ნოემბრის სხდომაზე წარედგინა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაამტკიცა, 24 ნოემბერს საბიუჯეტო ცვლილებებზე რვა კომიტეტს უნდა ემსჯელა. ეს კომიტეტებია: - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა დაცვის,...
წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა, საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას 26 ნოემბერს წარუდგენს. ღონისძიება წალენჯიხაში 13:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დეცენტრალიზაციის სრულიად ახლებურად გააზრებულ მოდელიც. პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის იქნება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობას დღეიდან უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დედაქალაქის საკრებულოს თბილისის მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად წარედგინება. „დღეს, უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქის მთავრობის სხდომა, თუმცა გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. როგორც იცით, მაქვს პატივი, ვიყო თბილისის მეორე ვადით არჩეული მერი. ამისთვის დიდი მადლობა თითოეულ თბილისელს, ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა! ასევე,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ვირუსის გადატანის შემთხვევაში რამდენად ემხრობა პირადად იმას, რომ უვადოდ იყოს ე.წ. მწვანე სტატუსი. „ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით....
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი, შესაძლოა, 2030 წლამდე გადავადდეს. ამასთან, ბაღების ავტორიცაზიას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია - პროექტით განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს გარდამავალ პერიოდს - 2022 წლიდან 2030 წლამდე. საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, მუნიციპალიტეტებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება დიდ გამოწვევასთან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ